ბანანი საუკეთსო საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკური ხაზით. ძვირფასო ქალბატონებო, გამოიყენეთ საოცარი ბუნებრივი პროდუქტი, ნუ გადაიხდით ზედმეტს და იზრუნეთ თქენი სახის კანის სილამაზეზე!
სტატიაში შემოგთავაზებთ ბანაბის ბაზაზე შექმნილი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს.
რეცეპტი N 1
ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 1 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- ნაღები 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ბანანის რბილობი კარგად დაჭყლიტეთ, დაამატეთ თაფლი, ნაღები (თუ თქვენ მშრალი სახის კანი გაქვთ, დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი) და კარგად ათქვიფეთ. მიღებული ერთგავროვანი მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. დაიყოვნეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახე დაიმუშავეთ ყინულით, რომელიც მომზადებული გაქვთ სამკურნალო გვირილის ან მწვანე ჩაის ნაყენისგან.
რეცეპტი N 2
საჭირო იგრედიენტები:
- მწიფე ბანანი ნახევარი
- 1 ცალი კვერცხის გული
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
ბანანის რბილობი კარგად დაჭყლიტეთ ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ, დაამატეთ კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა თხელ ფენად შეიზილეთ სახის კანზე და 20 წუთი დაიყოვნეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სახე თბილი წყლითა და ბამბის ტამპონით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი N 3
ინგრედიენტები:
- ბანანის ფაფა 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- 1 ცალი კვერცხის ცილა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები მიქსერით კარგად ათქვიფეთ და სახის კანზე თხელ ფენად დაიტანეთ. მომზადებული საშუალება 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით კარგად დაიბანეთ. ბოლოს სახე გვირილის ნაყენში გაჯერებული ბამბის ტამპონით დაიმუშავეთ.
ნაყენი შემდეგი რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ: 1 ს. კ. ნედლ გვირილას დაასხით 1 ლ თბილი წყალი.
რეცეპტი N 4
ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანის ნახევარი
- ფორთოხლის საშუალო ნაჭერი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ბანანისა და ფორთოხლის მასები დააბლენდერეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახისა და კისრის კანზე და თანაბრად გააანაწილეთ. ნიღაბი 20 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი სახისა და კისრის მიდამოები ალოეს ახალგაზრდა ღეროს წვენით დაიმუშავეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები, შეუტიეთ სიბერის მომასწავლებელ ნაოჭებს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.