სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლიც ააქტიურებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, რაც ასტიმულირებს ნაწლავების დაცლას. ნაღვლის წვენი ასუფთავებს სადინარებს და ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, ტოქსინებს და ანადგურებს ცხიმებს.
სამკურნალო ელექსირის შემადგენლობაში მხოლოდ 2 ინგრედიენტი შედის. 1 ცალი ლიმონის წვენისა და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთის კომბინაცია თქვენს ორგანიზმს უამრავ სარგებელს მოუტანს.
რა სარგებლობა მოაქვს ზეითუნის ზეთს ორგანიზმისთვის?
ზეითუნის ზეთი ღვიძლის გამწმენდი უძლიერესი საშუალებაა. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ასუფთავებს სისხლძარღვების კედლებს ნადებისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარებას.
ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მზესუმზისრის (კურნავს თრომბოფლებიტს), სელის, სიმინდის ან თალგამის ზეთებით.
სამკურნალო საშუალების მეორე ინგრედიენტი ლიმონის წვენია. ის ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, როგორც ყველა მჟავე გემოთი გამოხატული პროდუქტი. ლიმონის წვენი დადებითად მოქმედებს სასუნთქ გზებსა და ფილტვებზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სახსრების მუშაობას.
ლიმონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოცვისა და გრეიფრუტის წვენებით. მოცვი სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ატონიზირემბს ორგანიზმს, ჰმატებს ენერგიულობას. გრეიფრუტის წვენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, წნევის დამწევია, აუმჯობესებს გულის მუშაობას, წმენდს სისხლძარღვებს და აქვს ნაღვლმდენი ეფექტი.
ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია ეფექტურად წმენდს ორგანიზმს. ალკოჰოლური მოწამვლის დროს მოქმედებს ეფექტურად, ღვიძლს ათავისუფლებს დატვირთვისგან და მომენტალურად აღადგენს ორგანიზმს.
ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის კომბინაციის საშუალებით მოიგვარებთ ნივთიერებათა ცვლის, ყაბზობის, კუჭ-ნაწლავის, კუჭის ლორწოვანი გარსის, ნაწლავების და მთელ რიგ სხვა პრობლემებს.
არ დაგავიწყდეთ ამ უძლიერესი სამკურნალო ელექსირის ყოველდღიურად მიღება.
სამკურნალო ელექსირის გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ სახის კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნარევის გამოყენება შეგიძლიათ როგორც შინაგანი გზით, ასევე გარეგანადაც. ელექსირი თმისა და ფრჩხილების მოვლის საოცრად ეფექტურ ნიღაბთა რიცხვს მიეკუთვნება.
1 ცალი ლიმონის წვენისა და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთის კომბინაცია უმარტივესი და უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენოთ, მაგრამ ინგრედიენტების პროპორციები არ გაზარდოთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.