შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური უძლიერესი სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს ვენებს და მოგიხსნით შეშუპებას.
ადამიანთა უმეტესობას აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემები, რომლებიც იწვევს ფეხების შეშუპებას, ვარიკოზულ ვენებს, რაც ქვედა კიდურების ვენური უკმარისობის სიმპტომებია.
პრობლემა შეიძლება მოიგვაროთ ნატურალური, მკვებავი და მრავალი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული წვენებით. ისინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხების არეში.
სამკურნალო საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ყველა კომპონენტი არის ნატურალური და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო.
სტაფილო, ანანასი, ნიახური და ოხრახუში
საჭირო ინგრედიენტები:
- სტაფილი 1 ცალი
- ანანასი 1 ნაჭერი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ნიახური 2 ღერო
- ოხრახუში გემოვნებით
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები კარგად გარეცხეთ, დაამატეთ წყალი და დააბლენდერეთ. წვენი გაჯერებულია დამცავი და გამწმენდი შემადგენლობით. ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრაბს ვენებს, წმენდს სისხლს, გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო შემადგენლობით, რომელსაც შეუძლია საოცრებები მოახდინოს.
ანანასი, საზამთრო, ალუბალი და ჯანჯაფილი
საჭირო ინგრედიენტები:
- ანანასი 2 ნაჭერი
- საზამთრო 1 ნაჭერი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ალუბალი 10 ცალი
- გახეხილი ჯანჯაფილი ½ ჩ. კ.
მომზადების წესი:
საზამთრო და ანანასი დაჭერით, დაამატეთ კურკაგამოცლილი ალუბალი და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ გახეხილი კოჭა და კვლავ დააბლენდერეთ.
ნატურალური წვენი მდიდარია ელემენტებით, რომლებიც ებრძვის ანთებას, ატენიენბს სხეულს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხებში. გარდა ამისა ჯანჯაფილსა და ალუბალს ტკივილის შემსუბუქების უნარი აქვს. თუ ყოვედღიურად შეჭამთ მუჭა ალუბალს ქვედა კიდურებში ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ.
ფორთოხლისა და შავი მოცხარის ნატურალური წვენი
საჭირო ინგრედიენტები:
- ფორთოხალი 1 ცალი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- შავი მოცხარი ან მოცვი, ან მაყვალი 1 ს. კ. (სასურველია ამ კენკროვნების კომბინირება ან რიგრიგობით გამოყენება)
- ჯანჯაფილის კოჭა გახეხილი ½ ჩ. კ.
მომზადების წესი:
წვენი უმარტივესი მოსამზადებელია. გამოწურეთ ფორთოხლიდან წვენი და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ.
ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ჯანმრთელობაში.
კენკრას დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კენკროვნები მდიდარია სასრგებლო საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ზრდის კუნთების ტონუსს.
სამკურნალო საშუალების ერთ-ერთი ინგრედიენტი არის ჯანჯაფილია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაა გაჯერებული.
შემოთავაზებული საშუალებები მიიღეთ დღეში2-ჯერ.