ძვირფასო ქალბატონებო, შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომელიც ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ლაქების, ნაწიბურებისა და კანის სხვა დეფექტების აღმოსაფხვრელად.
მოამზადეთ უმარტივესი საშუალება, რომლის შემადგენელი ინგრედიენტების მოძიება ყველას ხელეწიფება, და უმარტივესი გზით მოიგვარე სახის კანის პრობლემები.
ბეტა-ჰიდროქსის მჟავა არის ინგრედიენტი, რომელიც შეიცავს ასპირინს. ამქერცლავი საშუალება საოცრად ეფექტურად წმენდს ლაქებს კანზე. ის აშორებს მკვდარ უჯრედებს, კანს აახალგაზრდავებს და ათანაბრებს სახის კანის ტონს.
ასპირინს სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის და მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
მკურნალობის დაწყებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
უმჯობესია, ნიღაბი გაიკეთოთ საღამოს, რადგან იგი ძალიან ძლიერია. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნიღაბის მცირე მასა დაიტანეთ კანზე და დაელოდეთ მოსალიდნელ შედეგს. თუ რომელიმე შემადგენელი კომპონენტისადმი ალერგიული არ ხართ, მაშინ შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გამოიყენოთ.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 5 აბი
- თაფლი 2 ს. კ.
- მაწონი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
სახე ცივი წყლით დაიბანეთ. ნაჭერი ჩაყავით ცხელ წყალში და 30 წამით შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ 10 წუთით დაიფინეთ სახეზე. ამ გზით უზრუნველყოფთ ფორების გახსნას და ნიღაბის გასაოცარ შედეგს.
ასპირინის აბები დაფხვენით, დაამატეთ თაფლი, მაწონი და ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ მშრალ სახის კანზე და სამოქმედოდ 30 წუთით დაიტოვეთ. შემდეგ ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.
პროცედურა ღრმად ასუფთავებს კანს, ასწორებს ხარვეზებს, ანიჭებს კანს სინაზესა და სიგლუვეს.
პროცედურების შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება, ამიტომ მეორე დღეს აუცილებლად წაისვით მზის დამცავი მალამო.