ქუსლებიდან ბზარებსა და გარქოვანებულ კანს მარტივად მოიშორებთ, თუ ამ საშინაო საშუალებებს გამოიყენებთ

ქუსლებზე ნახეთქების გაჩენას იწვევს კანის სიმშრალე, დახურული ფეხსაცმლის ტარება ან რომელიმე ქრონიკული დაავადება. გარდა იმისა, რომ ამ არასასიამოვნო პრობლემას ახლავს მტკივნეული შეგრძნებები სიარულის დროს, შეიძლება სხვა გართულებებიც მოჰყვეს. მაგალითად, შესაძლებელია ინფექციის შეჭრის შედეგად ჩამოყალიბდეს ანთებითი პროცესები.

ზაფხულში ღია ფეხსაცმლის ტარებისას ქუსლებზე კანი ხდება დაუცველი.პროცესს კიდევ უფრო ართულებს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა. ქუსლებზე ნახეთქების წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: კანის სიმშრალე, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი.

ფეხები საჭიროებს სათანადო მოვლას, აუცილებელია მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება.

შემოგთავაზებთ ქუსლების კანის მოვლის რამდენიმე მეთოდს – კოსმეტიკურ პროცედურებს, რომლებიც გაგათავისუფლებთ კანის ამ მიდამოებში არსებული ბზარებისგან.

ქუსლების კანი განიცდის დიდ დატვირთვას, ამიტომ რეკომენდებულია ნატურალური პემზის ქვით ან სხვა სპეციალური საშუალებებით კანის პილინგი.

  1. წყალში გახსენით საკვები სოდა და ჩაალბეთ ფეხები.
  2. თხევად საპონს დაამატეთ ზღვის მარილი და აურიეთ.
  3. მომზადებული მასა დაიტანეთ ფეხის ქუსლებზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით.
  4. პროცედურის შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ.

ბზარების საწინააღმდეგოდ კარგი იქნება თუ წყალს დაამატებთ ჩაის ხისა და ევკალიპტის ზეთებს. კანის დარბილებას ხელს უწყობს გვირილას, მუხის ქერქისა ან ჭინჭრის ნაყენი, რომელიც მოამზადეთ შემდეგი წესის მიხედვით: 1 ს. კ. ნედლეულს დაასხით 1 ლადუღებული წყალი. მომზადებული ნაყენი ცოტა ხნით გააჩერეთ, დაამატეთ წყალი და გაიკეთეთ აბაზანები ან გამოიყენეთ კომპრესის სახით.

პროცედურების შემდეგ დაზიანებეული ადგილები წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავეთ. ის ამკვრივებს კანს და იცავს ინფექციისგან. მკურნალობა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

ამ უსიამოვნო პრობლემისგან თავის დასაღწევად აუცილებელია სწორი კვება. A და E ვიტამინები ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ელასტიურობის შენარჩუნებას. თუ ქუსლებზე შეამჩნევთ ბზარებს საკვებ რაციონს დაამატეთ

  • ცხიმიანი თევზი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • ზეითუნის, არაქისის ან სელის ზეთი;
  • ნიგოზი ან თხილი
  • პარკოსნები;
  • პომიდორი;

შეამცირეთ შაქრის გამოყენება. გლუკოზის ჭარბად მიღება იწვევს კანის სიმშრალეს, გაუწყლოებას, რაც იწვევს  აქერცვლას. ქუსლებზე ღრმა ნახეთქების არსებობისას მიიღეთ ომეგა-3-ით გამდიდრებული საკვები დანამატები. ტკბილეულის ნაცვლად მოამზადეთ გემრიელი კერძები ნიგვზისგაან, თხილისგან, მზესუმზირის თესლისგან. მიირთვით უგემრიელესი ნატურალური თაფლი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.