მარილის ჭარბად გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმში მარილების დაგროვებას, რაც იწვევს თირკმელების, ღვიძლისა და სახსრების დაავადებებს. მარილების დაგროვებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გირჩევთ, რომ ადრეულ ეტაპზე ჩაიტაროთ მკურნალობა. მკურნალად კი გამოიყენეთ ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებები. მათ შორის საუკეთესოა ლიმონისა და ფორთოხლის ტანდემი.
რასიწვევს ორგანიზმში მარილების დაგროვებას?
ამ პრობლემის წარმოქმნას შეიძლება მრავალი მიზეზი უწყობდეს ხელს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- დარღვეული მეტაბოლიზმი;
- პასიური ცხოვრების წესი;
- არაჯანსაღი საკვები;
- თანდაყოლილი დაავადებები;
იხილეთ ინფორმაცია თუ რა სარგებლობა მოაქვს ლიმონსა და ოხრახუშს ორგანიზმისთვის.
- ლიმონი მდიდარია C და P ვიტამინებით, რომლებიც აძლიერბს სისხლძარღვებს, გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს და ეხმარება თირკმელებს მარილებისგან გასუფთავებაში.
- ნატრიუმითა და კალიუმით მდიდარი ლიმონი ხელს უწყობს თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირებას. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ხშირად რეკომენდებულია მარილის ნაცვლად ლიმონის გამოყენება.
- ამ ორი უძლიერესი ნატურალური პროდუქტის შესანიშნავი კომბინაცია ორგანიზმს წმენდს მარილებისგან.
- ოხრახუში უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუცილებელია თირკმლის უჯრედების აღდგენისა და რეგენერაციისთვის.
- ოხრახუში შარდმდენი საშუალებაა. მინერალებით გაჯერებული ნატურალური პროდუქტი ხელს უწყობს თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირებას, ტოქსინებისა და ცხიმების გამოდევნას.
- ბეტაკაროტინი, ქლოროფილი, ვიტამინი C-ოხრახუშის შემადგენლობაში შემავალი ეს ელემენტები ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას, აგარიდებთ ინფექციურ დაავადებებს და სიმსივნის წარმოქმნას.
იხილეთ გამწმენდი საშუალების რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები:
- ლიმონი 250 მლ
- ოხრახუშის ფესვი 250 გრ
- ოხრახუშის ფოთლები 150 გრ
- თბილი თაფლი 300 გრ
მომზადების წესი:
ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპში, ოხრახუშის ფესვებთან ერთად. შემდეგ გაატარეთ ოხრახუშის კარგად გარეცხილი ფოთლები. დაამატეთ ოდნავ შემთბარი თაფლი და კარგად მოურიეთ.
მიღების წესი:
მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ.
გამოყენებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა და გამორიცხეთ თირკმელებში დიდი კენჭების არსებობა.
დამხმარე საშუალების რეცეპტი:
- მწვანე კაკალი 40 გრ
- წყალი 2,5 ლ
გასუფთავებული კაკალი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი და ადუღეთ ნახევარი საათი. მას შემდეგ რაც ნახარში გაცივდება, გადაწურეთ, დაახურეთ თავზე და დადგით სიბნელეში.
მიღების წესი:
ნახარშის 100 მლ მიიღეთ დღეში 3-ჯერ ხუთი დღის განმავლობაში. ყოველ დღე შეჭამეთ 5-დან 10 ცალამდე კაკალი.
კატეგორიულად ეკრძალებათ ნახარშის მიღება ადამიანებს, ვისაც ორგანიზმში იოდის დონე მომატებული აქვს.
მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.