ბაღის კულტურების უმეტესი ნაწილი უკვე დათესილია და პირველი აღმონაცენიც ჩანს უკვე ნიადაგის ზედაპირზე. დადგა დრო არანაკლებ მთავარი ეტაპისა. ეს კვების ეტაპია. უამრავი სახეობის სასუქის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში. არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ არ დაივიწყოთ ბუნებრივი სასუქები, რომელთა მომზადება თქვენ თვითონ შეგიძლიათ.
როგორ მოვამზადოთ ნერგებისთვის საკვები?
სტატიაში ვისაუბრებთ ჩვეულებრივი ლუდის შესახებ, რომელიც ბუნებრივ სასუქად გვევლინება. ეს მეთოდი მეზობელმა მასწავლა. იგი 20 წელია მებაღეა და აქტიურად იყენებს ამ ქაფიან სასმელს ნერგების გასაძლიერებლად. შედეგი მე თვითონ მაქვს ნანახი, ამტომ დარწმუნებით გეტყვით, რომ გასაოცარ შედეგს მიიღებთ.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ლუდის სასუქი ნერგებისთვის?
დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი სასუქი უნდა შეიტანოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნერგი საჭიროებს მას. თუ ამჩნევთ რომ ნერგები ნელა იზრდება და სუსტად გამოიყურება, თამამად გახსენით ლუდის ბოთლი. ზედმეტი არ იქნება მწირ ნიადაგზე დარგული ნერგების გამოკვება.
ლუდის საკვები აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს, წინააღმდეგობას უწევს დაავადებებსა და მავნებლებს. დაიმახსოვრეთ, რომ სასუქად ვერ გამოიყენებთ ლუდს, რომლის შემადგენლობაშიც შედის კონსერვანტები, არომატიზატორები.
ხსნარის მოსამზადებლად ლუდი გააზავეთ წყალში. აიღეთ შემდეგი პროპორციის მიხედვით: 1 წილი ლუდი 10 წილი წყალი.
პირველი აღმონაცენის გამოჩენისთანავე მორწყეთ ნერგები ხსნარით. შეეცადეთ სითხე არ მოხვდეს ნორჩ ფოთლებს. დაიმახსოვრეთ, სასუქი დაასხით მხოლოდ ფესვებზე.
ასეთი ნატურალური საშუალება გამოდგება პრაქტიკულად ნებისმიერი სახეობის ნერგისთვის, ბოსტნეულისთვის, ოთახის მცენარეებისთვის.გამონაკლისს წარმოადგენს ხახვი და ნიორი, რადგან ლუდის საკვების გემო ცუდად აისახება ამ ბოსტნეულთა გემოსა და თვისებებზე.
ლუდი-ეს ეფექტური ბიოსტიმულატორია მცენარეებისთვის. ის აბსოლიტურად უსაფრთხოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნერგების რეგულარულად კვება ლუდის ხსნარით ანიჭებს მათ გამძლეობას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, უმკურნალეთ თქვენს მცენარეებს ბუნებრივი გზით და შედეგით ისიამოვნეთ.