
თმის ცვენის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. საბედნიეროდ, უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით ამ ურთულეს პრობლემას მოიგვარებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო უძლიერესი და უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვიტამინი B6-1 ამპულა
- ვიტამინი B12-1 ამპულა
- ვიტამინი C-1 გრამიანი
- ქაფურის ან თალგამის ზეთი 2 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
- თმის ბალზამი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ თავის კანზე, კარგად შეიზილეთ ჯერ თმის ძირებზე, გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ. დაიხურეთ პარკი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი. დაიბანეთ ჩვეუებრივი წესის მიხედვით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე. თმა ხომ ქალის სილამაზის გასაღებია.