ჩაის საოცარი არომატი, ოჯახური იდილია და ბედნიერი პატარების სასიამოვნო ჟღურტული. ამის მიზეზი კი ნაპოლეონის უგემრიელესი ნამცხვრებია, რომლის საოცარი გემო ჩემი ოჯახის წევრებს აღაფრთოვანებას.
ნაზი და ფაფუკი ცომის მომზადებაც კი ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებს, მთელ სახლში კი საოცარი არომატი ტრიალებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ნუგბარი თქვენი სუფრის საყვარელი სტუმარი გახდება.
ნაპოლეონის ნამცხვრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 100 გრ
- ფქვილი 170 გრ
- წყალი 50 მლ
- ძმარი 1 ს. კ.
- მარილი მწიკვი
- შაქარი ¾ ჭიქა
მომზადების წესები:
- თასში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, ცივი კარაქი და ხელით ერთმანეთს შეაზილეთ. სანამ არ მიიღებთ ფხვიერ ცხიმის ბურთულებს. დაამატეთ გაყინული წყალი და ძმარი.
- მოზილეთ ფაფუკი ცომი. გადააფარეთ პარკი და 1 საათით შედეთ მაცივარში. ცომი გამოგივათ რბილი, მაგრამ გაციების პროცესში გამკვრივდება.
- გაციებული ცომი 3-4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, მოაყარეთ შაქარის მეოთხედი ნაწილი.
- კიდეები გადმოკეცეთ ისე, რომ მიიღოთ მართკუთხედის ფორმის მასა.
- ჯერ ერთი ბოლო გადმოკეცეთ, მერე-მეორე.
- კვლავ გააბრტყელეთ და იგივე პროცედურები გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ.
- გააბრტყელეთ ცომი 1 სმ-ის სისქეზე და დაჭერით 5 სმ სიგანის ზოლებად. შემდეგ თითოეული ზოლი დაჭერით სამკუთხედებად. ზემოდან მოაყარეთ შაქარი და ოდნავ დააწექით ხელით.
- გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე.
- 25 წუთში უგემრიელესი, ფაფუკი, რბილი და ფენოვანი ნამცხვრები მზად იქნება. მოცემული რაოდენობის პროდუქტებიდან გამოდის 17 ცალი.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.