მიირთვით ოხრახუში სასმელი ყოველ საღამოს, რათა ცხიმი მუცელზე და გვერდებზე საგრძნობლად შემცირდეს

არსებობს წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ტოქსინები. წყალში ხსნადი ტოქსინები ორგანიზმიდან ადვილად  გამოიყოფა სისიხლისა და თირკმელების მეშვეობით.

რაც შეეხება ცხიმში ხსნად ტოქსინებს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. ისინი გროვება ჩვენს სხეულში და ნელ-ნელა პროვოცირებს სხვადასხვა სახის დარღვევებს.

რატომ არის მუცლის ცხიმის მოშორება რთული?

ცხიმში ხსნადი ტოქსინები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, საკვები დანამატები, კონსერვანტები და გარემოდან მიღებული სხვა ქიმიური ნივთიერებები უნდა გახდეს წყალში ხსნადი, რათა ორგანიზმმა მთლიანად გაანადგუროს ისინი.

ეს ძირითადად ხდება ღვიძლში, მაგრამ თუ ჩვენი საჭმლის მომნელებელი და დეტოქსიკაციური გზები ოპტიმალურად არ ფუნქციონირებს, ეს ტოქსინები ღვიძლიდან სისხლში გადავა, სისხლიდან კი ცხიმოვან უჯრედებსა და ტვინში, სადაც მათი წლების განმავლობაში შენახვაა შესაძლებელი.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი მატონიზირებელი სასმელის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სხეულიდან ტოქსინების მოშორებაში.

მარტივად მოსამზადებელი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით გაჯერებული მატონიზირებელი სასმელი შესანიშნავი ნაბიჯია დეტოქსიკაციისა და საერთო განწყობის გაუმჯობესებისთვის.

ბუნებრივი მატონიზირებელი სასმელის შემადგენლობა დატვირთულია შარდმდენი და გასახდომი საშუალებებით, როგორიცაა: ოხრახუში, დარიჩინი და კიტრი. აგრეთვე ჩიის თესლი, რომელიც შეიცავს ბევრ ბოჭკოებს. ჩიის თესლი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სელის თესლით.

ოხრახუშისა და ჯანჯაფილის ბუნებრივი მატონიზირებელი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გაწმენდილი წყალი 1 ფინჯანი
  • ორგანული კიტრი 1 ცალი
  • ჩიის თესლი 1 ს. კ.
  • ოხრახუში 1 კონა
  • ლიმონი ნახევარი
  • დარიჩინი 1 ჩ. კ.
  • ჯანჯაფილი 1 ნაჭერი

იხილეთ ინფორმაცია რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ ინგრედიენტს თქვენი ორგანიზმისთვის:

  • ლიმონი ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. ლიმონი ეფექტურად წვავს ცხიმებს.
  • კიტრი ბოსტნეულია, რომელიც შარდმდენი საშუალებაა და  ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებიის მოცილებას.
  • ოხრახუში საუკეთესო საშუალებაა, რომელიც წმენდს ორგანიზმს მძიმე მეტალებისგან.  ეს ასევე ძალიან სასარგებლო იქნება წყალში ხსნადი ტოქსინების შესაქმნელად.
  • მატონიზირებელი სასმელის ერთ-ერთი ინგრედიენტია ჯანჯაფილი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების დაწვაში.

მომზადების წესები:

კარგად გარეცხეთ კიტრი, ჯანჯაფილი და ოხრახუში. ოხრახუში დაჭერით წვრილად. კიტრი დაჭერით ნაჭრებად. ინგრედიენტები დააბლენდერეთ და სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი.

სასმელი მიიღეთ ღამით ბოსტნეულით დატვირთული მსუბუქი ვახშმის შემდეგ ან ვახშმის დროს.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.