საშინაო კრემი, რომელსაც წლებია საკუთარი ხელით ვამზადებ, შედეგით კი ყოველთვის კმაყოფილი ვარ

კანის მოშვება და მოდუნება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა. საბედნიეროდ, საშინაო მალამოების საშუალებით შეძლებთ მის გამკვრივებას.

სიმსუქნე, პასიური ცხოვრების წესი, ასაკი-ფაქტორები, რომლებიც კანს უკარგავს ტონუსს და ჩნდება ნაოჭები.

იხილეთ საშინაო პირობებში მომზადებული მალამოს რეცეპტი, რომლის საშუალებითაც გაიმკვრივებთ კანს.

ყველა ადამიანის, მითუმეტეს კი, ქალბატონების, ოცნებაა, რომ ჰქონდეთ, მკვრივი, გლუვი კანი და დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობა და სილამაზე. ზოგიერთი მავნე ჩვევა და ასაკი  კანს უკარგავს კუნთოვან ტონუსს, იწვევს  მოდუნდება.

მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად უნდა მიიღოთ ჯანმრთელი საკვები, იზრუნოთ სასურველი წონის შენარჩუნებაზე, რეგულარულად გააკეთეთ ვარჯიშები და გამოიყენეთ გამამკვრივებელი მალამოები და შეუნარჩუნეთ მას კანს სიმკვრივე.

შეგიძლიათ უამრავი სხვაასხვა მალამო შეიძინოთ, მაგრამ თუ  გსურთ გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები, მაშინ ამ რეცეპტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

კანის გამამკვრივებელი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასკილის ზეთი 3 ს. კ.
  • როზმარინის ეთერზეთი 2 ჩ. კ.
  • ფორთოხლის ეთერზეთი 1 ჩ. კ.
  • შიის კარაქი ან ქოქოსის ზეთი 50 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შიის კარაქი მოათავსეთ მინის ქილაში და დადგით ორთქლის აბაზანაზე. გადნობის შემდეგ დაამატეთ როზმარინისა და ასკილის ზეთები და კარგად აურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა ხანს გააჩერეთ და დაამატეთ ფორთოხლის ეთერზეთი. დაელოდეთ გაციებას, როდესაც მასა გამკვრივდება, მალამო  გადაიტანეთ მინის ქილაში.

მალამო გამოიყენეთ მასაჟისთვის ყოველ საღამოს და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით. საოცარ შედეგს მიიღებთ, რადგან  მასაჟი მოქმედებს როგორ ლიმფური დრენაჟი, რომელიც ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. დაიწყეთ ფეხებიდან და ყველა მოძრაობა მიმართული უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ.

მალამოს შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტები კანის მკვებავი საშუალებაა, რომლებიც კვებავს და ამკვრივებს კანს. ამავე დროს მალამოს არომატი ამშვიდებს და მთელი ღამის განმავლობაში მშვიდად იძინებთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.