ლიმონისა და ლიმონის წვენის სარგებელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ლიმონის კანი გაჯერებულია საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალებით.
ლიმონის კანის შემადგენლობაში 5-10-ჯერ მეტი ვიტამინი შედის, ვიდრე ლიმონის წვენში.
- იგი შეიცავ კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას და ბეტა კაროტინს. C ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი ლიმონის კანი ხელს უწყობს ოსტეოპოროზის, ანთებითი პოლიართრიტის და რევმატოიდული ართრიტის პრევენციას.
- ლიმონის ცედრა შეიცავს ბიოფლავონიდებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჟანგვითი სტრესის შემცირებას.
- ლიმონის კანი განსაკუთრებით სასარგებლოა ორგანიზმში ტოქსიკური და კანცეროგენული ელემენტების აღმოსაფხვრელად.
- ლიმონის ცედრას დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ლიმონის კანის მოხმარება სასარგებლოა კიბოს უჯრედების განვითარების თავიდან ასაცილებლად.
- ლიმონი ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს იცავს მრავალი ინფექციისგან.
- ლიმონის ქერქის ეფექტურად გამოყენების მრავალი გზა არსებობს. ლიმონის ცედრა გამოიყენება ტკბილეულის, მარილიანი კერძების მოსამზადებლად. ეს იქნება ნამცხვრები, სალათები, ჩაი, ჯემები, მურაბები და სხვა.
- ლიმონის ცედრა ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით. საუკეთესოა მის ბაზაზე მომზადებული სკრაბები, ნიღბები, მალამოები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ლიმონის ცედრა, რომელიც უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა.