
საზამთროს დიეტა იდეალურია სასურველი წონის შესანარჩუნებლად. მისი წყალობით, შიმშილის გარეშე დაიკლებთ წონაში და ეფექტურად გაიწმენდთ ორგანიზმს.
უგემრიელესი, წვნიანი, დამატენიანებელი ხილი განაყრებთ, აგავსებთ ენერგიით, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესა და ტოქსინებს. დიეტა მოიცავს სხვა საკვებ პროდუქტებსაც, რომლებსაც მნიშვნელოვანი საკვები ღირებულებები აქვს.
რა სარგებლობა მოაქვს საზამთროს წონის დასაკლებად?
- მიზეზი იმისა, რომ საზამთრო დიეტისთვის იდეალური საშუალებაა არის ის, რომ ის 95%-ით წყლისგან შედგება, ატენიანებს სხეულს და წმენდს თირკმელებს.
- 100 გრ საზამთრო შეიცავს 24 კალორიას. სწორედ ამიტომ, ის გახდომისათვის იდეალური საშუალებაა.
- საზამთრო შეიცავს ვიტამინებს: A. B6, C და მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა: რკინა, კალიუმი და ნატრიუმი.
- საზამთრო სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, აჯანსაღებს კანს, ამცირებს ნაოჭებს, აძლიერებს ქსოვილებს და წმენდს საშარდე გზებს.
- ის არამარტო ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, არამედ ხელს უწყობს ცელულიტის შემცირებას.
დიეტის წესები ძალიან მარტივია. საზამთრო მიირთვით დღეში 3-ჯერ. იგი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე თქვენ გგონიათ. შეგიძლიათ მიირთვათ საზამთრო სუფთა სახით ან მოამზადოთ სასმელები.
საზამთრო შეგიძლიათ მიირთვათ ყველთან, ნიგოზთან და ბურღულეულთან ერთად.
ახლა კი გაგაცნობთ საზამთროს ბაზაზე მომზადებულ გასახდომი საშუალებების რეცეპტებს.
საზამთროს სმუზი
საჭირო ინგრედიენტები:
- ნესვი ½ ჩ. ჭ.
- საზამთრო 1 ჩ. ჭ.
- ჯანჯაფილი (გახეხილი) მწიკვი
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიიღებთ გასახდომ სასმელს, რომელიც სოცრად ეფექტურია. მიირთვით დღეში 2 ჩ. ჭ. პირველი ულუფა დალიეთ უზმოზე, ხოლო მეორე – სადილობის დროს.
გარდა ამ ნატურალური სასმელისა, წონის დაკლებაში და ცხიმოვანი ფენების შემცირებაში ძალიან დაგეხმარებათ შემდეგი საშუალება:
კიტრისა და ლიმონის დეტოქსიკაციის წვენი
კიტრის საშუალებით ვიღებთ ბოჭკოებს, წყალს, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს და ვიტამინებს: A, C, E.
საჭირო ინგრედიენტები:
- კიტრი (პატარა) 1 ცალი
- კუბიკებად დაჭრილი საზამთროს რბილობი 1ჩ. ჭ.
- ლიმონის წვენი ½ ს. კ.
- თაფლი სურვილისამებრ
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიიღეთ დღეში 2 ჩ. ჭ.
საზამთროს სალათი
სალათის ფურცლები გასადომად საოცრად ეფექტურია. 1 ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
- სალათის ფოთოლი ,,აისბერგი“ ან ნებისმიერი სხვა 100 გრ
- საზამთრო 100 გრ
- პამიდორი 2 ცლი
- კიტრი 1 ცლი
- მწვანე ხახვი 1 კონა
- ზეითუნის ზეთი , ვაშლის ძმარი, ჰიმალაის ან ზღვის მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით
მომზადების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დაჭერით და აურიეთ. გემოვნებით დაამატეთ მარილი, შავი პიმპილი, ზეითუნის ზეთი და ძმარი. საზაფხულო, დიეტური სალათი მზად არის. გასახდომი სასმელები მიიღეთ 7 დღის განმავლობაში. შედეგი აღგაფრთოვანებთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.