მწვანე პომიდვრის მარინადი ამ რეცეპტით განსაკუთრებით გემრიელი გამოდის

მწვანე პომიდვრის მარინადი არის საოცრად არომატული, გემრიელი და ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებით სასურველი.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც უმარტივესი გზით შეძლებთ სურნელოვანი მარინადის მომზადებას. სტატია მეტად საყურადღებო იქნება ახალბედა დიასახლისებისთვის.

მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწვანე პომიდორი 8 კგ
  • ნიორი (1 ქილაში ) 6 კბილი
  • ოხრახუში (4 ქილაზე) 100 გრ
  • გამხმარი კამა (4 ქილაზე) 30 გრ
  • წიწაკის მარცვალი (1 ქილაზე) 10 ცალი
  • დაფნის ფოთოლი (1 ქილაზე) 4 ცალი’
  • ძმარი 9%-იანი (1 ქილაზე) 3 ს. კ.
  • მარილი (1 ქილაზე) 2 ს. კ.
  • შაქარი (1 ქილაზე) 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით 4 ნაჭრად.
  2. სუფთა ქილებში ჩააწყვეთ მწვანილი, წიწაკა, ნიორი, კამა და დაფნის ფოთოლი (იმ რაოდენობით როგორც ინგრედიენტების ჩამონათვალში არის მითითებული).
  3. ჩააწყვეთ პომიდორი, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 20 წუთი.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ წყალი გადმოასხით ქვაბში და აადუღეთ. მომზადებული ნახარში გაანაწილეთ ქილებში, დაახურეთ ხუფები და გააჩერეთ 30 წუთი.
  5. კვლავ გადმოასხით წყალი ქვაბში და აადუღეთ.
  6. თითეულ ქილას, მოცემული პროპორციების მიიხედვით დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და დაასხით ადუღებული წყალი.
  7. მჭიდროდ დაახურეთ ხუფები (ან შესაბამისად მოხუფეთ). ქილები ამოაბრუნეთ, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.
  8. მოცემული ინგრედიენტების მიხედვით მოამზადებთ 4 სამლიტრიან ქილას.

ამ წესით შენახული პომიდვრისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი. მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მოასხით ზეთი და გემრიელად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!