აჯიკა ჭარხლით – განუმეორებელი გემო, ფერი და არომატი

აჯიკა ჭარხლით – განუმეორებელი გემო, ფერი, არომატი და საოცარი კონსისტენციის მასა. დამერწმუნეთ, ერთხელ თუ დააგემოვნებთ, ვერ დაივიწყებთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!

აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჭარხალი 1 კგ
  • პომიდორი 1,5 კგ
  • ბულგარული წიწაკა (წითელი)1 კგ
  • მწარე წიწაკა 3-5 ცალი
  • ნიორი 2 თავი
  • შაქარი 100 გრ
  • მარილი 2 ს. კ.
  • ძმარი 9%-იანი 100 მლ
  • ზეთი 100 მლ

მომზადების წესი:

  1. ჭარხალი და პიმპილი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და გაატარეთ.
  2. მიღებულ მასას დაამატეთ შაქარი, მარილი, გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. კარგად მოურიეთ, ქვაბს დაახურეთ და აადუღეთ.
  3. ადუღეთ 45 წუთი, შემდეგ დაამატეთ ძმარი, ზეთი და კვლავ ხარშეთ 15 წუთით.
  4. ქილები და ხუფები გაასტერილეთ. აჯიკა გადაიტანეთ ქილებში და მოხუფეთ.

დიასახლისთა შორის ჭარხლიანი აჯიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცადეთ თქვენც!