ანტიასაკობრივი შრატი კანისათვის, რომელსაც საკუთარი ხელით ვამზადებ, შედეგით კი ყოველთვის კმაყოფილი ვარ

თუ გსურთ, სახის მოვლა ბუნებრივი კოსმეტოლოგიური საშუალებებით, შემოგთავაზებთ შრატის რეცეპტს, რომლის შედეგითაც აუცილებლად ნასიამოვნები დარჩებით.

ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სახის ანტიასაკობრივი შრატი უმარტივესი მოსამზადებლია.

სახის შრატის შემადგენლობა დატვირთულია აქტიური ინგრედიენტით, რომლებიც კანის ღრმა ფენებშიც კი აღწევს, აღადგენს და უბრუნებს მას ელასტიურობასა და სიმკრივეს.

შრატის შემადგენლობაში შედის ანტიასაკობრივი თვისებებით გაჯერებული 3 მცენარეული ზეთი.’

იხილეთ მცირე ინფორმაცია უძლიერესი სამკურნალო ზეთების სარგებელის შესახებ:

ასკილის ზეთი მდიდარია C ვიტამინით და რეტინოლით. ის აღწევს კანის ყველაზე ღრმა ფნებში და კვებავს მას აუცილებელი ელემენტებით, აღადგენს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს. ასკილის ზეთი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, აგრეთვე მოგაშორებთ ნაწიბურებს, სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს, მზის დამწვრობასა და აკნეს.

არგანის ზეთი კანის გასაახალგაზრდავებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იგი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი, ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის, რადგან აღადგენს კანის ჰიდროლიპიდურ დაცვას.

ჟოჟობას ზეთი ერთ-ერთი პოპულარული მცენარეული ზეთია. სინამდვილეში ის თხევადი მცენარეული ცვილია, ამიტომ იგი  14  გრადუსის ქვემოთ ტემპერატურაზე მაგრდება. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახის კანისთვის, ისე თმისთვის. ჟოჟობას ზეთს აქვს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და რეგენერაციის ეფექტი. ეს ზეთი კანს აახალგაზრდავებს, ანიჭებს ელასტიურობასა და  სიმკვრივეს.

ლავანდის ეთერზეთი ეფექტურია მშრალი კანისთვის. მას საოცარი არომატი აქვს.

ნემსიწვერას ეთერზეთი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მისი არომატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია პარფიუმერიაში.

შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასკილის ზეთი 15 მლ
  • არგანის ზეთი 15 მლ
  •  ჟოჟობას ზეთი 30 მლ
  • ლავანდის ეთერზეთი 4 წვეთი
  • ნემსიწვერას ეთერზეთი 4 წვეთი

ყველა ამ ზეთის შეძენას მარტივად შეძლებთ აფთიაქებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველა ჭურჭელს, რომელიც უნდა გამოიყენოთ და ადგილს, სადაც უნდა იმუშაოთ.
  2. მოცემული ზეთები მოათავსეთ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში.
  3. დაამატეთ ეთერზეთები, აურიეთ და გადაიტანეთ მუქი მინის ბოთლში. ამ გზით შეძლებთ მის დაცვას სინათლისგან. უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ბოთლს პიპეტით.
  4. შრატი მაზად არის გამოსაყენებლად.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სალბის, როზმარინის, ფორთოხალის-ეთერზეთებიც. მთავარია დოზას არ გადააჭარბოთ.

ჯადოსნური შრატის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კარგად შეიზელთ და სულ რამდენიმე წუთში კანი გაგიხდებათ აბრეშუმისსავით ნაზი. შრატის გამოყენება შეგიძლიათ ცხიმიანი კანისთვისაც.

რადგან რამდენიმე წვეთი გჭირდებათ, გირჩევთ ბევრი არ მოამზადოთ. რეკომენდებულია შრატის ძილის წინ მოხმარება და აუცილებლად გაწმენდილ სახის კანზე. ღია და სუფთა ფორები კარგად შეიწოვს სამკურნალო ზეთებისა და ეთერზეთების სასარგებლო   ნივთიერებებს.

მოამზადეთ ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი  ინგრედიენტებით გაჯერებული საოცარი შრატი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.