ყველა ჩვენგანის ოცნებაა, რომ ლამაზი, ერთნაირი ტონალობის კანი გვქონდეს, არა მხოლოდ სახისა და კისრის არეში, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც, მაგალითად, ხელებზე.
ძალიან ხშირად ვაწყდებით კანის არათანაბარი ფერის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად უამრავი მეთოდი და საშუალება არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ იღებთ სასურველ შედეგს ან ძვირადღირებულია და მათი შეძენა ყველას არ შეუძლია.
მოცემული პრობლემის მოგვარება ბუნებრივი და ხელმისაწვდომი პროდუქტებითაც არის შესაძლებელი. შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებით სახლის პირობებშიდაც შეძლებთ კანის ფერის გათანაბრებას.
იხილეთ რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები:
- მუხუდოს ქვილი (იგივე ნუტის ფქვილი) 2 ს. კ.
- ფეტვის ფქვილი 2 ს. კ.
- დაფქვილი ბრინჯი 2 ს. კ.
- წითელი ოსპის ფხვნილი 2 ს. კ.
- სანდალის ხის ზეთი 1 ს. კ.
- ძირტკბილას ფესვი (ფხვნილი) 1 ს. კ.
- რძე (დაამატეთ თუ მშრალი კანი გაქვთ)
- ვარდის წყალი (ცხიმიანი კანისთვის)
- მაწონი (კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები, მხოლოდ ფხვნილები, აურიეთ და მოათავსეთ მინის ჰერმენტულად თვადახურულ ჭურჭელში.
- ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ მომზადებული ნარევის 1 ს. კ. დაამატეთ სანდალის ხის ზეთი და თქვენი კანის შესააბამისი იმ რაოდენობის სითხე (რძე ან მაწონი, ან ვარდის წყალი), რომ მიიღოთ ერთგვაროვანი პასტისებური მასა.
- მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, თანაბრად გაანაწილეთ და დაელოდეთ გაშრობას. თითები წყლით დაისველეთ და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.