მას შემდეგ, რაც ყოველ დილას თაფლიან წყალს ვსვამ, არაერთი პრობლემისგან გავთავისუფლდი

თაფლიანი წყალი სიცოცხლის ელექსირია. მისი საშუალებით შეძლებთ წონაში დაკლებას, სჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან. ეს მიცირე ჩამონათვალია იმ სარგებელისა, რომელიც ამ საოცარ პროდუქტს მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.

1 ჩ. კ. თაფლი გახსენით ჩაის ჭიქა ხამ წყალში (ანუ დაუმუშავებელ წყალში). მიიღებთ თაფლის 30%-იან ხსნარს, რომელიც შემადგენლობის მიხედვით სისხლის პლაზმის იდენტურია. საკვები ნედლ წყალში ქმნის კლასტერულ კავშირს, რაც ზრდის მის სასარგებლო თვისებებს. თაფლიან წყალს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს.

იხილეთ ინფორმაცია თუ რა სარგებლობა მოაქვს თაფლიან წყალს ორგანიზმისთვის:

  • თაფლი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა რგოლის ფუნქციონირებას;
  • თაფლი აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ათხელებს ლორწოს და გამოდევნის მას ფილტვებიდან;
  • გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან;
  • თაფლიანი წყალი წმენდს ორგანიზმს უჯრედულ დონეზე;
  • არეგულირებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებას. საუკეთესო პროდუქტია ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად და დისბაქტერიოზის აღმოსაფხვრელად;
  • ენურეზის (შარდვის შეუკავებლობა) მკურნალი;

თაფლიანი წყალი სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით უნდა მიიღოთ უზმოზე და დალიოთ ერთბაშად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თაფლიანი წყლით გაიწმინდეთ სახე. იგი კვებავს კანს, არბილებს, ანაზებს, ხდის ბარხატისებურს. თაფლი ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა. ყველაზე უძველესი და ყველაზე თანამედროვე პტოდუქტია, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება. მართალია, თაფლი ტკბილია, მაგრამ სამკურნალო თვალსაზრისით მისი გარკვეული დოზით მიღება დიაბეტიკებისთვისაც კი არ არის საზიანო.

საოცრებებს ახდენს თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება.

იხილეთ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის ამ ჯადოსნურ კავშირს.

თაფლისა და დარიჩინის წყალობით დაკილებთ წონაში:

ყოველ დღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, უზმოზე, ან ღამით დაძინებამდე მიიღეთ ფინჯან ადუღებულ წყალში გახსნილი თაფლისა და დარიჩინის ფხვნილის ნაზავი. თუ ამ პროცედურას რეგულარულად შეასრულებთ აუცილებლად დაიკლებთ წონაში.

ნარევი მოამზადეთ საღამოს, ძილის წინ.

იხილეთ რეცეპტი, მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. აიღეთ ½ ჩ. კ. დარიჩინის ფხვნილი და 1 ჩ. კ. ნატურალური თაფლი, შეგიძლიათ ინგრედიენტების პროპორციების შემცირებაც, მაგრამ დაიცავით წესი და გამოიყენეთ 1 წილი დარიჩინი და 2 წილი თაფლი.
  2. აადუღეთ 1 ჩ. ჭ. წყალი.
  3. დაასხით დარიჩინის ფხვნილს და ნახევარი საათი გააჩერეთ.
  4. თაფლი დაამატეთ, როცა ნაყენი გაგრილდება, რადგან მაღალი ტემპერატურა ანადგურებს თაფლის სასარგებლო თვისებებს და მის შემადგენლობაში შემავალ ფერმენტებს.
  5. მომზადებული ნაყენის ნახევარი მიიღეთ ძილის წინ, ხოლო მეორე ნახევარს დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
  6. დილით მიიღეთ დარჩენილი ნახევარი (არ გააცხელოთ), დალიეთ ოთახის ტემპერატურის ან ცივი.

მოცემულ რეცეპტს სხვა პროდუქტები არ დაამატოთ არც ლიმონი, არც ვაშლის ძმარი. აუცილებლად მიიღეთ მშიერ კუჭზე, მაგრამ დაიმახსოვრეთ, მეტ ეფექტს იძლევა ძილის წინ მიღებული.

ნაყენი საოცრად ეფექტურია. მცირდება წელის გარშემოწერილობა. მიიღეთ იგი რეგულარულად, მაგრამ შემდეგ გახდომის პროცესი ფერხდება და როცა ამას იგრძნობთ, ცოტა ხანს დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ.

გულის დაავადებები:

მიირთვით ყოველ დილით, საუზმეზე, თაფლიანი პური და ზემოდან მოაფქვიეთ ცოტა დარიჩინის ფხვნილი. ამ მეთოდით შეიმცირებთ ქოლესტერინის დონეს, რაც ადამიანს იცავს ინფარქტისგან. სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ეს დაავადება გადაიტანა და ამცირებს განმეორებითი ინფარქტის რისკს. ამ ნაზავის ხშირად გამოყენება აძლიერებს გულის კუნთებს.

სისუსტე:

თაფლის შემადგენელობაში შემავალი შაქარი სასარგებლოა ძალის აღსადგენად. ხანდაზმულ ადამიანებს, თანაბარი რაოდენობით აღებული თაფლისა და დარიჩინის ნაზავის მიღების შემთხვევეაში ემატებათ ენერგია.

ართრიტი:

ართრიტით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ ყოველდღიურად, დილა-საღამოს, მიიღონ 1 ჩ. ჭ. თბილი წყლის, 2 ს. კ. თაფლისა და 1 ჩ. კ. დარიჩინის ნარევი, რომლის რეგულარულად გამოყენება ქრონიკულ ართრიტსაც კი კურნავს.

ქოლესტერინი:

2 ს. კ. თაფლისა და 3 ჩ. კ. დარიჩინის ფხვნილის ნაზავი გახსენით 2 ჩ. ჭ. წყალში. ნარევი რამდენიმე საათში 10%-ით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მიიღეთ იგი დღეში 3-ჯერ. ნარევს ქოლესტერინის დარეგულირება ქრონიკულად დაავადებულთათვისაც კი შეუძლია.

დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ თაფლს, ნაკლებად უჩივიან ქოლესტერინს.

იმუნიტეტი:

თაფლისა და დარიჩინის ყოველდღიური გამოყენება აძილიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან.

შარდის ბუშტის ანთება:

2 ს. კ. დარჩინისა და 1 ჩ. კ. თაფლის ნაზავი გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში. ნარევი ეფექტური საშუალებაა შარდის ბუშტში არსებული მიკრობების გასანადგურებლად.

თმის ცვენა:

თმის ცვენის ან სიმელოტის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღაბი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ 1 ს. კ. თაფლი, 1 ჩ. კ. დარიჩინი და 2 ს. კ. შემთბარი ზეითუნის ზეთი. მომზადებული ნიღაბი დაბანამდე 15 წუთით ადრე შეიზილეთ თმის ძირებზე და მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კანის ინფექციები:

თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი და დარიჩინი, მაგალითად, 1 ჩ. კ. დარიჩინი და 1 ჩ კ. თაფლი (რაოდენობა დამოკიდებულია ინფექციის არეალზე) აურიეთ და მომზადებული ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ეფექტურად გამოიყენება ეგზემის, სოკოსა და კანის სხვა ინფექციების სამკურნალოდ.

მუწუკები:

3 ს. კ. თაფლისა და 1 ჩ. კ. დარიჩინის ნაზავი საღამოს შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, დაიტოვეთ 1 საათი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად, სასურველი შედეგის მიღებამდე.

მწერების ნაკბენები:

აიღეთ 1 ს. კ. თაფლი და 1 ჩ. ჭ. თბილი წყალი, აურიეთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. დარიჩინი და მომზადებილი ნარევი შეიზილეთ სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც გექავებათ. 1-2 წუთის შემდეგ ქავილი და დისკომფორტი მოგეხსნებათ.

კუჭის გაღიზიანება:

თაფლისა და დარიჩინის ნარევი მოგიხსნით კუჭის ტკივილს და ასევე კურნავს წყლულებს.

აირები:

დადასტურებულია, რომ თაფლისა და დარიჩინის ნაზავი გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან.

კბილის ტკივილი:

1 წილი დარიჩინისა და 5 წილი თაფლის ნაზავის საფენი დაიდეთ გარედან მტკივნეული კბილის მიდამოებზე. შეგიძლიათ დღის მანძილზე გამოიყენოთ 3-ჯერ, ტკივილის გაყუჩებამდე.

გაციება:

მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ს. კ. თბილი თაფლისა და ¼ ჩ. კ. დარიჩინის ნაზავი. ის კურნავს ქრონიკულ ხველას, გაციებას და გაგათავისუფლებთ სურდოსგან.

თაფლი უზრუნველყოფს ხანგრძლივ სიცოცხლეს:

აადუღეთ 3 ჩ. ჭ. წყალი, გააციეთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. დარიჩინის ფხვნილი, 4 ჩ. კ. თაფლი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნარევის ¼ ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ.

მომზადებული ნარევი კანს უნარჩუნებს სირბილეს, სინაზეს და აფერხებს დაბერებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ოქროსფერი საოცრება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.