ყველასთვის საყვარელი რახათ-ლუხუმი კლასიკური აღმოსავლური ტკბილეულია, რომელსაც გულგრილად ვერ აუვლით გვერდს. მოსამზადებლადაც უმარტივესია, ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ამ საოცრების მოსამზადებლად ხილის წვენი არის საჭირო. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ხილი. დაამატეთ ფორთოხლის წვენი და ციტრუსის საოცარი არომატით გააჯერეთ ეს გემრიელობა. შეგიძლიათ მარწყვის წვენი გამოიყენოთ, ან ჟოლოსი, ან მოცხარის. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მოამზადეთ უგემრიელესი რახათ-ლუხუმი და გაუკეთეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს სიურპრიზი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 300 გრ
- ფორთოხლის წვენი 250 მლ
- სიმინდის სახამებელი 140 გრ
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
- წყალი 400 მლ-მდე
- ზემოდან მოსაფრქვევად დაგჭირდებათ
- სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.
- შაქრის ფხვნილი1 ს. კ.
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით წყალი, დაასხით ფორთოხლის წვენი.
- დაამატეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი, კარგად აურიეთ და მომზადებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ძალიან მალე მასა დაიწყებს გასქელებას.
- ამ ეტეპზე ამატებთ ლიმონის წვენს.
- მიღებული მასა დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთი.
- გადაიტანეთ ფორმებში, გაათანაბრეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- გააჩერეთ 1 საათი, დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და მოაფრქვიეთ სახამებლისა და შაქრის ფხვნილის ნარევი.
საოცარი რახათ ლუხუმი მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!