ვიტამინური ნაზავი, რომელიც აღადგენს ღვიძლს, იმუნიტეტს და წმენდს ნაწლავებს

ჭარხალი სასარგებლო ბოსტნეულია. სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ეს წითელი საოცრება რეგულარულად გამოიყენეთ,  დაამატეთ სალათებს, მოამზადეთ სმუზები, წვნიანი კერძები, სასმელები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.

ჭარხლის ბაზაზე მომზადებული სმუზები გაგათავისუფლებთ საჭმლის მომნელებელის ტრაქტის პრობლემებისგან. მას ძალიან ადვილად შეიწოვს ორგანიზმი.

ჭარხლის სუზები შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ეფექტურ შედეგს იძლევა ზამთარში და გაზაფხულზე, როდესაც ჩვენს სხეულს ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.

ეს ბოსტნეული სასარგებლოა ყველა სახით, მაგრამ უმს  სასწაულების მოახდენა შეუძლია.

შემოგთავაზებთ  ჭარხლის ბაზაზე მომზადებული, C ვიტამინითა და რკინით გაჯერებული, არომატული სმუზის  რეცეპტს, რომლის შემადგენლობა დატვირთულია ბუნებრივი სიმდიდრეებით.

ჯანჯაფილი და ლიმონი აძლიერებს სასმელის არომატს და ამდიდრებს მას ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, ხოლო ჭარხალი უძლიერესი დეტოქს პროდუქტია, რომელიც წმენდს ორგანიზმს და კურნავს დაავადებებისგან.

სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • გათლილი და დაჭრილი ჭარხალი ½ ჩ. ჭ.
  • დაჭრილი ანანასი ან ფორთოხალი ½ ჩ. ჭ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ცოტა გახეხილი ჯანჯაფილი (გემოვნების მიხედვით)
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მომზადებული სმუზი მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში,  კვირაში 2-3-ჯერ და შედეგით ისიამოვნეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაიწმინდეთ ორგანიზმი ბუნებრივი გზით, გაიძლიერეთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!