სიბერემ კარს ნაადრევად რომ არ მოგიკაკუნოთ, პერიოდულად ისარგებლეთ საშინაო შრატით

კანი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ორგანოა, თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან მისი მთავარი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა. ლამაზი და ჯანსაღი კანი ადამიანს თავდაჯერებულობას ჰმატებს. იგი თქვენი ჯანმრთელობისა და ასაკის განმსაზღვრელია, რადგან სწორედ კანზე ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები: ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.

ქალბატონები მათგან თავის დასაღწევად ყველა ღონეს ხმარობენ, არ იშურებენ ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ საშუალებებსა და პროცედურებს. ზოგი უპირატესობას ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულ ბუნებრივ და უსაფრთხო პროდუქტებს ანიჭებს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური საშუალების, შრატის რეცეპტს, რომელიც კვებავას და წმენდს კანს. მისი წყალობით თავს დააღწევთ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს, ხელს შეუწყობთ კანის გამკვრივებას, შეუნაჩუნებთ მას სილამაზესა და სიჯანსაღეს.

ნაოჭების საწინააღმდეგო შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ვარდის წყალი 2 ს. კ., ალოე ვერას გელი 2 ს. კ., ნუშის ზეთი 1 ს. კ., E ვიტამინი 1 კაფსულა.

მომზადების წესი:

ვარდის წყალი არის დისტილატი, რომელიც მიიღება ვარდის ფურცლების ეთერზეთისგან. ვარდის წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 მლ გამოხდილი წყალი და 10-12 წვეთი ვარდის ეთერზეთი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ვარდის წყალიც მზად არის. თუ ვარდის ეთერზეთი არ გაქვთ, მაშინ ვარდის ფურცლებს (დაახლოებით 2 ვარდის)  დაასხით 1 ჩ. ჭ. ცხელი გამოხდილი წყალი, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.. კ. არაყი.

შრატის მომზადების წესი:

ალოე ვერას გელს დაასხით ვარდის წყალი და აურიეთ, დაამატეთ E ვიტამინის კაფსულა, ნუშის ზეთი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.

მოხმარების წესი: ყოველ საღამოს, ძილის წინ, შრატი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. დილით სახე კარგად დაიბანეთ.

ნიღაბი გამოიყენეთ რეგულარულად და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.