დაფნა სამკურნალო მცენარეა, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ეთერზეთებით, დუბილური ნივთიერებებითა და მჟავებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ეხმარება დაკარგული ელემენტების შევსებაში.
ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი თაფლისა და დაფნის ფოთლების კომბინაცია კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს.
შემოთავაზებული სამკურნალო საშუალება დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის დროს, ის გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ მარილებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნარევის გამოყენება არ შეუძლიათ თაფლზე ალერგიულ ადამიანებს.
სამკურნალო ნარევი უმარტივესი მოსამზადებელია. დაგჭირდებათ 5 გრ დაფნა, წყალი 1,5 ლ., 3 ს. კ. თაფლი.
მომზადების წესი: დაფნის ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. მომზადებული ნახარში ცოტა ხანს დააყოვნეთ, გადაწურეთ და თბილს დაამატეთ თაფლი.
მიღების წესი: მომზადებული ნახარშის 1/3 ჩ. ჭ. მიიღეთ ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 5 დღე. შემდეგ 3 კვირა დაისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაიმეორეთ.
მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური, უძლიერესი სამკურნალო ნარევი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.