იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას ფხვნილები, გელები და ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული ყველა ის საშუალება, რომელთაც ჭურჭლის გასარეცხად და სახლის დასასუფთავებლად ვიყენებთ.
ჩვენი უფროსი თაობა მოკლებული იყო ამ ფუფუნებას, მაგრამ ბუნებრივი საშუალებების წყალობით მოცემულ პრობლემებს უმკლავდებოდნენ და მათი ჭურჭელი, ფანჯრის მინები და ხალიჩები სისუფთავისგან ბზინავდა.
სამწუხაროდ, ქიმიური საშუალებები რჩება ჭურჭლის ზედაპირზე და ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისთვის და ალერგიული ადამიანებისთვის.
შეგიძლიათ ქიმიური საშუალებების გარეშეც მიაღწიოთ სასურველ შედეგს და უსაფრთხოდ, ბუნებრივი პროდუქტების დახმარებით დაიცვათ სისუფთავე.
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდსა და ხელნაკეთ საშუალებას, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ქვაბების, ტაფების, ფანჯრის მინების, ხალიჩების გაწმენდას.
- დატენიანებულ ღრუბელზე დაიტანეთ მდოგვის ფხვნილი და დაბინძურებული ჭურჭელი კარგად გაწმინდეთ. ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ.
- თანაბარი რაოდენობით აიღეთ ძმარი და წყალი, აურიეთ და მიღებული ნარევით დაიწყეთ სახლის დასუფთვება. სასიამოვნო სურნელისთვის დაამატეთ ლავანდის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
- ფანჯრების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 წილი წყლისა და 1 წილი ძმრის ნარევი. შეგიძლიათ ძმარი ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ.
- მინების გასაწმენდად გამოიყენეთ ამიაკის სპირტი. ამიაკის სპირტი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.
- 10 ლ წყლის, 2 ს. კ. წყალბადის ზეჟანგისა და 1 ს. კ. ამიაკის სპირტის ნარევის საშუალებით დელიკატურ ქსოვილს მოაშორებთ ყვითელ ლაქებს.
- ღუმელი გამოყენების შემდეგ გამორთეთ და სანამ გაგრილდებოდეს, თასით შედეთ 1/4 ჩ. ჭ. ამიაკის სპირტი, გააჩერეთ 12 საათი, შემდეგ ღუმელის ზედაპირზე მოაყარეთ სოდა და ხელსახოცის საშუალებით გაწმინდეთ.
- ღუმელი შეათბეთ, ზედაპირზე მოაყარეთ სოდა და დატენიანებული ქსოვილით გაწმინდეთ.
- ნიჟარა და მისი მილები რომ გაწმინდოთ, მოაბნიეთ ზედაპირზე მარილი და შემდეგ მოასხით მდუღარე წყალი.
- დაბინძურებული ხალიჩის ზედაპირზე მოაყარეთ სიმინდის სახამებლი და დატენიენებული ჯაგრისის საშუალებით გაწმინდეთ ხალიჩა. ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ მტვერსასრუტით აიღეთ.
გაითვალისწინეთ სასარგებლო დაა უსაფრთხო რჩევები, რომელთა დახმარებით, ქიმიური საშუალებების გარეშე, შეინარჩუნებთ სახლში სისუფთავეს