როგორ გავიქროთ ჰერპესული გამონაყარი სწრაფად სახლის პირობებში

4178

ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბინადრობს ადმიანის ორგანიზმში და პერიოდულად ვლინდება პატარ-პატარა ბუშტუკების სახით ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, პირის ღრუში, ღრძილებზე, თვალების გარშემო, ცხვირში და სხვა ადგილებში. მისი გამოვლენა შეგიძლიათ შეაფერხოთ სწორი კვებით.

ათასობით ადამიანს აწუხებს ჰერპესი. სიმპტომები საკმაოდ მკაფიოა: ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, ანთება, წყლულები და ბუშტუკები.

ჰერპესის სმკურნალო უამრავი საშინაო საშუალება არსებობს. ძვირადღირებული, ქიმიური კომპონენტებით დატვირთული კომერციული პრეპარატებისგან განსხვავებით, საშინაო საშუალებები ბუნებრივია და არ აქვს უკუჩვენებები, გამონაკლისს წარმოადგენს ამა თუ იმ პროდუქტებზე ალერიგია.  და რაც მთავარია, ისინი მოქმედებს სწრფად და ეფექტურად.

1. გამოიყენეთ C ვიტამინი ჰერპესის სამკურნალოდ

C ვიტამინი შედის ყველა ციტრუსის შემადგენლობაში და ითვლება საკვებ ნივთირებად, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ჰერპესის სამკურნალოდ. ამ ვიტამინის ერთ-ერთი ფუნქცია არის ტოქსინების აღმოფხვრა, რომლებიც იწვევენ მიკრობებისა და ვირუსების განვითარებას. გაციების ან ჰერპესის პირველივე სიმპტომზე რეკომენდებულია C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება.

2. გაიკეთეთ შავი ჩაის საფენები

შავი ჩაის საფენი საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება ჰერპესის საწინააღმდეგოდ. დააყენეთ ჩაი და დაზიანებულ ადგილზე 20-30 წუთით დაიდეთ ჩაის პაკეტი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 5-6 დღე.

3. თაფლი და ძმარი  

ანთების თავიდან ასაცილებლად და შეხორცების დასაჩქარებლად გამოიყენეთ თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევი. აურიეთ პატარა კოვზი თაფლი და იმავე რაოდენობის ვაშლის ძმარი. მომზადებული მასა დაიტანეთ ჰერპესზე.

4. ალოე ვერა

ეს მცენარე გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით. ალოე ვერას წვენი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად 1-2 დღის განმავლობაში.

5. ლიმონი

ლიმონი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ამიტომ იგი ნებისმიერი სახის ჭრილობების სადეზინფექციო საშუალებაა. დაიტანეთ ლიმონის 2-3 წვეთი ბუშტუკებზე. შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, მაგრამ ეფექტურად მოქმედებს.

6. წყალბადის ზეჟანგი

ჰერპესის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი. ბამბის ფირფიტა გააჯერეთ წყალბადის ზეჟანგით და დღეში 3-ჯერ, 30-40 წუთის განმავლობაში, დაიფინეთ წყლულებზე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი  საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.