ეჭვგაერეშეა, რომ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებები.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ რევმატიზმისგან, პოდაგრისგან განკურნებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილისგან, ცელულიტისგან გათავისუფლებას.
თუ თქვენ მოცემულ პრობლემათაგან რომელიმე აღგენიშნებათ, გამოიყენეთ სამკურნალო თვისებებით გაჯერებული მცენარეები, რომლებიც სწრაფად მოგიხსნით ტკივილებს და მოადუნებს კუნთებს.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ მცენარეების სამკურნალო თვისებები, მოამზადეთ ექსტრაქტი.
სამკურნალო საშუალების მოასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ს. კ. პიტნა
- დარიჩინის ჩხირი
- 1 ს. კ. ბეგქონდარა
- 1 ს. კ. ჭინჭარი
- ჯანჯაფილის 5 სმ-იანი ფესვი
- 2 ს. კ. ღვია
- 3 აბი ასპირინი
- 1 ს. კ. როზმარინი
- 1 ლ სუფთა სპირტი
მოცემული ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში. გაითვალისწინეთ, არ აქვს მნიშვნელობა რეცეპტის შემადგენლობაში შემავალი მცენარეები გამხმარი იქნება თუ ნედლი, მათი ეფექტურობა ალკოჰოლთან ერთად თანაბრად ძლიერი იქნება.
მომზადების წესი:
- აიღეთ მინის ქილა. მოათავსეთ მასში მცენარეები და დაასხით სპირტი. მომზადებული ნაყენი ერთი კვირით გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილზე. ქილა შეანჯღრიეთ ყოველ დღე.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ექსტრაქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად, პოდაგრისა და ართრიტის სამკურნალოდ.
- მომზადებულ ხსნარში გააჯერეთ მარლის საფენი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და დაითბუნეთ პირსახოცით. 45 წუთის შემდეგ საფენი მოიხსენით.
სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!