დრო მიქრის, წლები გვემატება და ვგრძნობთ, რომ თითქოს ორგანიზმში ცვლილებები ხდება. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცვდება, კარგავს ელასტიურობას, შიდა კედლებზე უხვად გროვდება ქოლესტერინი, უარესდება
ყველა ორგანოსა და სისტემის სისხლით მომარაგება, განსაკუთრებით ზიანდება ტვინი. ადამიანი უჩივის მომატებულ არტერიულ წნევას, რასაც, სამწუხაროდ, შეიძლება შედეგად მოჰყვეს ინსულტი, ინფარქტი და მრავალი სხვა ქრონიკული დაავადება.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, აუცილებელია სისხლძარღვების გაწმენდა. მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ მათ შედეგად ბევრი გვერდითი მოვლენა მოჰყვება. ისინი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებაზე.
უმჯობესია, გამოვიყენოთ ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული მარტივი და ეფექტური საშუალებები.
გერმანული ხალხური მედიცინიდან შემოგთავაზეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც სისხლძარღვებს გაიწმენდთ ქოლესტერინის დაფებისა და კალციუმის დეპოზიტებისგან.
წამლის შემადგენლობა დატვირთულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომელთაც სისხლძარღვებისთვის და მთელი ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 ლიმონი
- ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
- 2 ლ წყალი
- 4-5 კბილი ნიორი
- 2 ს. კ. თაფლი
მომზადების წესი:
- ლიმონი კარგად გარეცხეთ და გადაავლეთ ცხელი წყალი. დაჭერით თხელ რგოლებად ან კანიანად გაატარეთ და მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში.
- ჯანჯაფილი გათალეთ და ნიორთან ერთად გაატარეთ ან დააბლენდერეთ.
- აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 60 გრადუს ტემპერატურამდე. შემდეგ შეაზავეთ ნივრით, ჯანჯაფილით, თაფლით და დაასხით ლიმონს.
- 2 საათის შემდეგ საოცარი წამალი მზად იქნება.
მიღების წესი:
- ნაყენის 100-100 მლ მიიღეთ დილა-საღამოს. დილით მიიღეთ უზმოზე.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 კვირა. შემდეგ 1 კვირა დაისვენეთ და მიღება კვლავ გააგრძელეთ 4 კვირის განმავლობაში, მხოლოდ მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.
- შედეგს მიიღებთ 10-14 დღის შემდეგ. ნაყენი შეინახეთ მაცივარში. გამოყენების წინ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან. გისურვებთ ჯანმრთელობას!