ორგანიზმის წმენდის მარტივი საშინაო მეთოდი. ინფორმაცია, რომლის გაზიარებისთვისაც მეგობრის დიდი მადლიერი ვარ

1018

ჯანმრთელი ნაწლავი იმუნიტეტს 80%-ით აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, რეგულარულად უნდა იზრუნოთ ნაწლავის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე, გაიწმინდოთ ტოქსინებისგან და  მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში გროვდება მსხვილ ნაწლავში.

ნაწლავების რეგულარულად გაწმენდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ. კერძოდ, მოგაშორებთ ზედმეტ წონას, გაგიუმჯობესებთ ნაწლავის ფუნქციონირებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას, გაგკურნავთ დიარეასგან, გაგათავისუფლებთ კანის, თმისა და ფრჩხილების პრობლემებისგან, შეგიმცირებთ გლუკოზის დონეს სისხლში, ასევე ართრიტის სიმპტომებს, აღგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მსხვილი ნაწლავის რეგულარულად გაწმენდას. დაგჭირდებათ მხოლოდ კეფირი და სელის თესლი.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას მოცემულ პროდუქტთა სარგებლის შესახებ.

კეფირი არის ფერმენტირებული რძის პროდუქტი. ის ცილების,  ეუცვლელი ამინომჟავების, მინერალებისა და B ჯგუფის მნიშვნელოვანი ვიტამინების ბუნებრივი წყაროა. მას შეუძლია ნაწლავის გაწმენდა, ნაწლავის ფლორის დაბალანსება, აგრეთვე შეუძლია ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურება, როგორიცაა ნაწლავის ჩხირები და პარაზიტები.

ის გვეხმარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში და კურნავს ნაწლავის ანთებით დაავადებას.

სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა. გაითვალისწინეთ, სამკურნალო თვალსაზრისით აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დაფქული სელის თესლი, რადგან მთლიანი   მარცვალი არ მოგცეთ სასურველ შედეგს. გირჩევთ, დაფქვათ ცოტა, რადგან დაფქვის შემდეგ სამკურნალო თვისებებს ძალიან სწრაფად კარგავს.

მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად უმჯობესია თუ სელის თესლის ზეთს გამოიყენებთ. სელის ზეთი ბევრად უფრო მეტ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ვიდრე თესლი, თესლი კი უფრო მეტ საკვებ ღირებულებას ფლობს. იგი შეიცავს ნაკლებ კალორიას და უფრო მეტ ბოჭკოებს. მაგალითად, 2 ს. კ. სელის თესლი შეიცავს 75 კალორიას, ხოლო იმავე რაოდენობის სელის ზეთი 240 კალორიას.

სელის თესლი ასევე არის ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების წყარო, როგორიცაა მაგნიუმი და სპილენძი, რაც მას კიდევ ერთ უპირატესობას აძლევს სელის ზეთთან შედარებით.

შემოთავაზებული მეთოდის მიხედვით გამწმენდი პროცედურებისთვის დაგჭირდებათ სელის თესლი.

  1. გაწმენდა დაიწყეთ 1 ჩ. კ. დაფქული სელის თესლისა და 100 მლ კეფირის ნარევით. ერთჯერზე მომზადებული მასა მიიღეთ, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მეორედ_ძილის წინ (ამზადებთ ახალ ნარევს).
  2. სამკურნალო პროცედურების ხნგრძლივობა 1 კვირა, შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენეთ. გამწმენდი პროცედურები გააგრძელეთ, მაგრამ სელის თესლის რაოდენობა გაზარდეთ 2-ჯერ, ანუ იღებთ 2 ჩ. კ. რეკომენდებულია დოზის თანდათანობით გაზრდა 2 სუფრის კოვზ დაფქულ სელის თესლამდე.

შეგიძლიათ მოცემული მეთოდით გაწმენდა რეგულარულად ჩაიტაროთ და იგრძნობთ როგორ გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.