შემოგთავაზებთ ჰაეროვანი, დაუჯერებლად გემრიელი პეროგის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად ხორბლის ფქვილთან ერთად დაგჭირდებათ სიმინდის ფქვილიც. ფუმფულა პეროგი განსაკუთრებით გემრიელია არომატულ ჩაისთან ერთად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 150 გრ ფქვილი
- 230 გრ სიმინდის ფქვილი
- ½ ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- 100 გრ კარაქი
- 100 გრ შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 200 მლ ნაღები
- ვანილი
- ცოტა კარაქი (საცხობ ფორმაზე წასასმელად)
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, აურიეთ ხორბლისა და სიმინდის ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი.
- ცალკე თასში აურიეთ შაქარი და გამდნარი კარაქი, შეათქვიფეთ კვერცხი, ნაღები და ურევთ, სანამ შაქრი არ გადნება. შემდეგ დაამატეთ ფქვილის ნარევი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი გამოდის თხელი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ მზა ცომი და გაათანაბრეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. პეროგს გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
ოქროსფერი პეროგი შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!