ხაჭოს ნაზი და გემრიელი ნამცხვარი, რომელშიც მინიმუმამდეა კალორიების შემცველობა

შემოგთავაზებთ დიეტური დესერტის რეცეპტს. ხაჭოს ეს ნაზი ნამცხავრი განსაკუთრებით გემრიელი ჩაის დილის ულუფასთანაა. მასში მინიმუმამდეა კალორიების შემცველობა და სხვა დესერტებისგან განსხვავებით, ნაკლებად საზიანოა ჩვენი ფიგურისათვის.

მსუბუქი, ნაზი და გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ უცხიმო ხაჭო
  • 5 ს. კ. უცხიმო რძე
  • 50 გრ ქიშმიში
  • 4 ს. კ.  მანანის ბურღული
  • სტევია
  • ½ ჩ. კ. დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები დარიჩინის გარდა დააბლენდერეთ. ფორმას წაუსვით ზეთი, მზა მასა გადაიტანეთ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ.
  2. ღუმელი გააცხელეთ 150 გრ ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.

გამომცხვარს დესერტს ზემოდან მოაფრქვიეთ დარიჩინი და გემრიელად მიირთვით!