გემრიელი ორცხობილების უმარტივესი რეცეპტი. რამდენიმე წუთში არომატული დესერტის მთელი გორა გექნებათ

თუ გსურთ, სწრაფად და მარტივად, სახელდახელოდ, მოამზადოთ რამე გემრიელი, ყურადღებით ჩაიკითხეთ რეცეპტი. მინიმალური ინგრედიენტებისა და მცირე ძალისხმევის საშუალებით, რამდენიმე წუთში შეძლებთ საყვარელი ადამიანების გემრიელი და რბილი ნამცხვრით გამასპინძლებას.

გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 280 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარქი 100 გრ
  • შაქარი ½ ჩ. ჭ.
  • არაჟანი 1 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ვანილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. დარბილებულ კარაქს დაამატეთ კვერცხი, შაქარი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, ვანილი, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიიღებთ რბილ ცომს.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი. ცომი ხელით გააბრტყელეთ და ჩანგლით გამოსახეთ სხვადასხვა ფორმები.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

ნამცხვარი დაჭერით კვადრატებად. შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!