ხელმისაწვდომი ნარევი ლაქებისა და ღრმა ნაოჭების ძლიერი მტერია

0
354

შემოგთავაზებთ მარტივი, ბიუჯეტური და ძალიან ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ კანზე არსებული ლაქების, ნაოჭების, ნაწიბურებისა და აკნეს მოშორებას.

სოდა და ზეითუნის ზეთი_უძლიერესი პროდუქტებია, რომელთა კომბინაცია საოცრებებს ახდენს.

საკვები სოდის წყალობით შეძლებთ კანის პრობლემების უმოკლეს დროში აღმოფხვრას.

ზეითუნის ზეთი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და აგრეთვე დამატენიანებელი თვისებებით. იგი ეფექტურად აღადგენს კანს და საუკეთესოა ნაოჭების, ნაწიბურებისა და ასაკობრივი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციით მიიღებთ ნარევს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მკვდარი უჯრედების აქერცვლას, ფორების გაწმენდას, ნაწიბურების სწრაფად და ბუნებრივად მოშორებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა
  • ზეითუნის ზეთი
  • წყალი

მომზადების წესი:

საკვები სოდას დაამატეთ იმ რაოდენობის ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა. ნიღაბი თანაბრად გაინაწილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ რეგულარულად.