სითხის შეკავება და შეშუპება: 6 ნაბიჯი, რომელიც პრობლემის გადაჭრასთან გაშორებთ

სითხის შეკავება და მისგან გამოწვეული შეშუპება პრობლემაა, რომლის დროსაც ქსოვილებში ჭარბი სითხე გროვდება. მართალია, ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობა  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემები, მაგალითად, როგორიცაა გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება.

სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ მიზეზებს, რომლებიც  იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და გათავისუფლდით ამ უსიამოვნო პრობლემისგან.

1. ნატრიუმის გადაჭარბებული მოხმარება

თუ თქვენ მოიხმართ ნატრიუმით გაჯერებულ პროდუქტებს და არ იღებთ საჭირო რაოდენობის სითხეს, ორგანიზმი გადადის ე.წ. დარეზერვების რეჟიმზე და იწყებს სითხის შენახვას, რამაც შეშუპებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

შეზღუდეთ მარილის მოხმარება. გაითვალისწინეთ, რომ მარილი არ არის ნატრიუმის ერთადერთი წყარო. კონსერვები, ძეხვეული, ლორი, დამარილებული თევზი, ჩიფსები, კრეკერები, ჩხირები, მარილიანი თხილი_ეს იმ პროდუქტთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს.

გირჩევთ, ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად, გამოიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი.

2. ვიტამინ B6-ის დეფიციტი

ვიტამინი B6 უზრუნველყოფს ორგანიზმში წყლის ბალანსს.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ვიტამინ B6-ით მდიდარი საკვები პროდუქტები: ქათმის ხორცი, თინუსი, ინდაურის ხორცი, უცხიმო საქონლის ხორცი, მზესუმზირის თესლი, ჩირები, ბანანი, ფისტა.

3. კალიუმის დეფიციტი

კალიუმი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც  უზრუნველყოფს ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების გამართულ ფუნქციონირებას.

ეს არის ელექტროლიტი, რომელიც ზრუნავს ორგანიზმში სითხის ბალანსზე. გარდა ამისა, კალიუმის დეფიციტი იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას, როგორიცაა მაღალი წნევა, კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს კალიუმით მდიდარი პროდუქტები. კალიუმს შეიცავს თითქმის ყველა ხილი. კალიუმის ბუნებრივი წყაროა ნესვი, კარტოფილი, ბანანი.

4. გაუწყლოება

სითხის ნაკლებობას ორგანიზმი მიჰყავს გაუწყლოებამდე. გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია ნიშნავს, როდესაც ადამიანი უფრო მეტ წყალს კარგავს, ვიდრე იღებს.

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საკმარისი რაოდენობის წყლისა და კალიუმით მდიდარი წვენების რეგულარულად მიღება.

5. მაგნიუმის დეფიციტი

ორგანიზმში სითხის შეკავება მაგნიუმის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია. მაგნიუმი აუცილებელია სხეულის თითქმის ყველა ფუნქციისთვის. მისი დეფიციტი იწვევს მრავალი დაავადების განვითარებას.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები: კაკაო, შავი შოკოლადი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ავოკადო, თხილი, ბარდა, ისპანახი, იოგურტი, ჩირები.

6. გადამუშავებული საკვების ჭარბი მოხმარება

ნატრიუმისა და შაქრის მაღალი შემცველობა, ასევე სხვადასხვა ხელოვნური დამატკბობლების, საღებავების შემცველობა აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს და იწვევს შეშუპებას.

უარი თქვით გადამუშავებული საკვების მოხმარებაზე და რეგულარულად გაიწმინდეთ ორგანიზმი ბოსტნეულისა და ხილის წვენებით.

გარდა ამისა, არსებობს მცენარეები, რომელთა  დახმარებით გამოდევნით ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. მოცემული პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესოა ბაბუაწვერა, ჭინჭარი, ჰიბისკუსი, კამა, ოხრახუში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში სითხის შეკავებაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!