ხაჭოს არომატით გაჯერებული ნამცხვრები ყოველთვის ძალიან გემრიელია. ამჯერად, შემოგთავაზებთ სინაზით გამორჩეული ფრანგული კლასიკური დესერტის რეცეპტს. ხაჭოს ნაზი და ჰაეროვანი დესერტი პირში დნება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 1 კგ
- მანანი 75 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- კარაქი 125 გრ
- შაქარი 250 გრ
- გამაფხვიერებლი 10 გრ
- ვანილის შაქარი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 3-4 ს. კ.
- ლიმონის ცედრა 2-3 ჩ. კ.
- სიმინდის სახამებელი 4 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- კარაქს დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
- სიმინდის სახამებელი, მანანის ბურღული, გამაფხვიერებელი აურიეთ და მიღებული ნარევი შეურეით კარაქიან მასას. ბოლოს ნაწილ-ნაწილ დაამატეთ დაბლენდერებული ხაჭო.
- კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და ნაზად შეურიეთ მომზადებულ მასას.
- კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრასდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით!