შემოგთავაზებთ შოკოლადის არომატით გაჯერებული ხაჭოს უგემრიელესი და უნაზესი ნამცხვრის რეცეპტს. დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ
- კარაქი 200 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- შაქარი 120 გრ
- კაკაო 3 ს. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ხაჭო 600 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 160 გრ
- სახამებელი 1 ს. კ.
- ვანილი
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, კაკაო და აურიეთ. ფქვილიან ნარევს ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით ნაზად აურიეთ ისე, რომ ფხვიერი ნამცეცები მიიღოთ.
- ამზადებთ შიგთავსს. ხაჭოს შეათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი.
- დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. დაფარეთ ის პერგამენტის ქაღალდით.
- ცომი გაყავით სამ ნაწილად. ჯერ ერთი, ნაწილი გაანაწილეთ ფორმაზე და ხელით მსუბუქად დააწექით. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოიანი მასის ნახევარი, ხაჭოს ფენაზე_ცომის მეორე ნაწილი, შემდეგ_დარჩენილი ხაჭოიანი მასა. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ცომი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.
ნამცხვარი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!