კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ის ორგანიზმის საწვავია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რას მიირთმევთ.
ამოიღეთ კვების რაციონიდან მავნე პროდუქტები და არ მიაყენოთ ორგანიზმს ზიანი!
ზოგიერთი პროდუქტის რეგულარულად მიღება წმენდს სისხლძარღვებს, უნარჩუნებს ჯანმრთელობასა და ელასტიურობას.
ამრიგად, კვების დახმარებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვნად შეამციროთ ინფარქტის ან ინსულტის რისკი.
იხილეთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
1. ახალი ხილი
ხილი გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის და გულ-სისხძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
2. ლობიო
ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, წმენდს არტერიებს და აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას.
3. სკუმბრია
ეს თევზი, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს არტერიული წნევის, ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას, ანიჭებს სისხლძარღვებს ელასტიურობას.
4. ისპანახი
აქტურად დაამატეთ ისპანახი თქვენი კვების რაციონს. მოამზადეთ კერძები, სმუზები, კოქტეილები და სასმელები.
ისპანახის რეგულარულად გამოყენება გააჯერებს თქვენს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით, რაც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.
5. კალიუმი
კალიუმით მდიდარი უამრავი პროდუქტი არსებობს, მაგალითად, ავოკადო. ავოკადოს გამოყენება არეგულირებს სისხლის წნევას და ხელს უწყობს გულის ფუნქციონირებას.
6. თხილეული
ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დაგეხმარებათ გულის ნებისმიერი პრობლემის დროს, ასევე ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ნორმალიზებაში.
7. სელის ფქვილი
სელის ფქვილი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა-3-ს, E ვიტამინს. სწორედ ამიტომ, არის მოცემული პროდუქტი გულისთვის სასარგებლო. სელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
8. მწვანე ჩაი
ცნობილია შარდმდენი ეფექტით, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და წვავს ცხიმებს, წმენდს არტერიებს, სისხლძარღვებს.
9. მზესუმზირის თესლი
მზესუმზირის თესლი შეიცავს ნივთიერებას, ფიტოსტეროლებს, რომელსაც შეუძლია არტერიების ცხიმოვანი დეპოზიტებისგან დაცვა.
10. ნიორი
უძველესი დროიდან იყენებენ ნიორს გულის გასაძლიერებლად, სისხლძარღვების გასაწმენდად. მიიღეთ 1-2 კბილი ნიორი ყოველ დღე და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მოცემული პროდუქტები, გაიჯერეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით, გაიუმჯობესეთ გულ-სისხლძარღვთა სისიტემის ფუნქციონირება და გაიწმინდეთ სისხლძარღვები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!