შემოგთავაზებთ შოკოლადის ფონდანტის რეცეპტს. ნაზი და გემრიელი დესერტი თხევადი შიგთავსით აღგაფრთოვანებთ.
ამ საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შოკოლადი 300 გრ
- კარაქი 100 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- 2 ცალი კვერცხის გული
- ვანილის ექსტრაქტი 2 ჩ. კ.
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- ფქვილი 200 გრ
მომზადების წესი:
- პატარა ქვაბში მოათავსეთ შოკოლადი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ კარაქი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ცალკე ათქვიფეთ 3 ცალი კვერცხი და 2 ცალი კვერცხის გული. თქვეფთ 1 წუთის განმავლობაში, დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ვანილის ექსტრაქტი.
- მომზადებული მასები გააერთიანეთ და თქვეფთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი.
- კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. გაითვალისწინეთ, ფორმა ბოლომდე არ გაავსოთ (დატოვეთ 1 სმ).
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 8-10 წუთი.
მზა ფონდანტი გადმოიტანეთ ლანგარზე და მოაფრქვიეთ კაკაო ან შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინთან ერთად.
ტკბილისმოყვარულებო, მოამზადეთ ეს საოცრება და გემრიელად მიირთვით!