თუ წონის კლება შენელდა ან საერთოდ შეჩერდა, მიიღეთ მწვანე სასმელი, რომელიც სტიმულირებს ამ პროცესს

შემოგთავაზებთ მწვანე წვენის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც თვეში უპრებლემოდ დაიკლებთ 5 კგ-მდე.

მწვანე წვენის სწორ კვებასთან შერწყმით თანდათან და უსაფრთხოდ მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს და თავს უფრო ენერგიულად და ახალგაზრდულად იგრძნობთ.

გარდა ამისა, უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთულ წვენს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის.

მწვანე წვენი ნუტრიენტების წყაროა. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ იღებს მწვანილს და ამით უამრავ სარგებელს აკლებს ორგანიზმს. მწვანე წვენის გამოყენება საუკეთესო იდეაა, რადგან მწვანილის არომატს ანეიტრალებს ხილის არომატი.

ბოჭკოებით მდიდარი წვენი ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციონირებას და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.  არეგულირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს.

მწვანე წვენი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. საკვები ნივთიერებებით დატვირთული წვენი ღვიძლს ეხმარება გაწმენდის პროცესის გააქტიურებაში.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ½ ვაშლი
  • 7-8 ღერო მწვანილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუში, კამა, ნიახური, ისპანახი, რუკოლა, ჭარხლის ფოთლები, სალათის ფოთლები)
  • 1 ს. კ. ლიმონის წვენი
  • 150 მლ გაფილტრული წყალი ან მწვანე ჩაი, ან ბალახების ჩაი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიიღეთ მომზადებისთანავე.

ორგანიზმისთვის აუცილებელი ნუტრიენტებით დატვირთული მწვანე წვენი ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას და ასუფთავებს სისხლს. ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით, რკინით, C ვიტამინით, კალიუმით, K ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. წვენის შემადგენლობაში შედის ქლოროფილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ალკალიზაციას და სისხლის გაწმენდას.

ნივთიერებები, რომელთაც შეიცავს მწვანე წვენი, გაგათავისუფლებთ ზედმეტი სითხისგან, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ააქტიურებს ცხიმების წვას.

1 კვება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მწვანე წვენით. ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი კვება დატვირთული იქნება საკვები ნივთიერებებით გაჯერებული კერძებით.  გაითვალისწინეთ, რომ სადილის მწვანე წვენით ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული. შეგიძლიათ წვენი მიიღოთ საუზმის ან ვახშმის ნაცვლად.

მწვანე წვენის იდეალური რაოდენობაა 200-დან 250 მლ-მდე დღეში. გისურვებთ ჯანმრთელობას!