შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი ტკბილეულის რეცეპტს ჩაისთვის. კენკრის გამაოგნებელი არომატი და არაჟნის ნაზი, ჰაეროვანი ცომი საოცარ კომბინაციას ქმნის. დესერტი სწრაფად და მარტივად მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები:
- კენკრა 400-500 გრ (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, შავი და წითელი მოცხარი)
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- არაჟანი 1 ჩ. ჭ.
- ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- ვანილი
- მარილი მწიკვი
- სახამებელი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, მარილთან და ვანილთან ერთად. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, ზეთი და თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- აიღეთ 22 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ცხიმი წაუსვით ფორმის კედლებზედაც.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ დაასხით ცომის ნახევარი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ გაანაწილეთ კენკრისა და სახამებლის ნარევი (ცოტა მოიტოვეთ), ბოლოს_დარჩენილი ცომი. ზემოდან მოაწყვეთ კენკრა და მსუბუქად დააწექით ხელით.
- ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდებათ 40-50 წუთი. გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!