კვერცხის ეს ნიღაბი კვებავს, ატენიანებს კანს და ჭიმავს მას. მცირე ზომის ნაოჭები და პიგმენტური ლაქეი მალევე ნაკლებად შემსაჩნევი გახდება

სახის კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა, ასევე უფრო მეტად ექვემდებარება გარემო ფაქტორების ზემოქმედებას.  სწორედ ამიტომ, აისახება სახის კანზე სიბერის ან ჯანმრთელობის პრობლემების პირველი ნიშნები.

თუ გსურთ, კანს შეუნარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე რეგულარულად უნდა იზრუნოთ მასზე.

კანის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა კვერცხის ცილა.

ეს უნიკალური ინგრედიენტი სხვა კომპონენტებთან შერწყმით საოცრებებს ახდენს: წმენდს კანს, ატენიანებს, ასწორებს ნაოჭებს, გაგათავისუფლებთ აკნესგან, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.

კვერცხის ცილა მდიდარია საკვები ნივთიერებებით და აქვს უნიკალური შემკვრელი თვისებები, ჭიმავს კანს, კვებავს და წმენდს.

კვერცხის ცილის ნიღაბი გიქმნით უსიამოვნო შეგრძნებას, რადგან კანი იჭიმება, მაგრამ ეს ნორმალურია. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიბანთ გრილი წყლით და გაგივლით.

კვერცხის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვეცხის ცილა
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • თაფლი 0,5 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხის ცილა და ლიმონი ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ თაფლი.
  2. მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ გსურთ, გქონდეთ ჯანსაღი სახის კანი,  საჭიროა ორგანიზმის შინაგანი გზით გაწმენდა და ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერება.