ლიმონის უგემრიელესი და ნაზი ღვეზელის მარტივი რეცეპტი. მზადდება სულ რამდენიმე წუთში

შემოგთავაზებთ ლიმონის უგემრიელესი და ნაზი ღვეზელის რეცეპტს. ლიმონი საოცრ არომატსა და განუმეორებელ გემოს ჰმატებს დესერტს. გამოსაცხობად დაგჭირდებათ კექსის ფორმა, ე. წ. ,,ბურჟუიკა“.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • მარგანინი ან კარაქი 300 გრ
  • შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ლიმონი 1 ცალი
  • სოდა 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. მარგანინი ან კარაქი გაადნეთ.
  2. ლიმონს გადაავლეთ მდუღარე და კანიანად გაატარეთ, მხოლოდ თესლისგან გაასაფუთავეთ.
  3. თბილ მარგანინს შეათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, დაამატეთ გატარებული ლიმონისა და სოდის ნარევი.
  4. მიღებულ მასას შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  5. მზა ცომი სცხობ ფორმაში გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ. საცხობ ფორმას ცხიმის წასმა არ სჭირდება.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი.

მოამზადეთ საოცრად გემრიელი ღვეზელი და გადააქციეთ ჩაის წვეულება დღესასწაულად!