შემოგთავაზებთ თმის მოვლის საუკეთესო საშუალებებს, რომლებიც აძლიერებს თმას, შეგიჩერებთ ცვენას, ანიჭებს თმას მოცულობას, გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, არბილებს თმას, ხელს უწყობს თმის ზრდას.
დაგჭირდებათ საბავშვო შამპუნი, რომელსაც ამატებთ უმარტივეს ბიუჯეტურ ინგრედიენტებს და მიიღებთ თმისა და თავის კანის მოვლის უძლიერეს სამკურნალო საშუალებებს.
1. შამპუნი მშრალი თმისთვის
შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფქული ყავა 1 ჩ. კ.
- დაფქული ზღვის მარილი 1 ჩ. კ.
- საბავშვო შამპუნი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მზა მასა 1-2 წუთის განმავლობაში, შეიზილეთ თავის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
თითოეულ ინგრედიენტს დიდი სარგებლობა მოაქვს თმისთვის. მაგალითად, ზღვის მარილი თავის კანზე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ღრმად წმენდს თავის კანს. ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც აცოცხლებს და არბილებს თმას.
2. ცხიმიანი თმის შამპუნი
მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საბავშვო შამპუნი 2 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
- ზღვის მარილი 2 ჩ. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 2-3 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შამპუნი 2-3 წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. შამპუნი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
მოცემული საშუალება ღრმად წმენდს კანს და ცხიმიანი თმისთვის საუკეთესოა.
3. ქავილის საწინააღმდეგო
დაგჭირდებათ:
- საბავშვო შამპუნი 2 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- ჰიმალაის ვარდისფერი მარილი 1 ს. კ.
- როზმარინის ან ნუშის ზეთი ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. შამპუნი დაიტანეთ დატენიანებულ თმაზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. პროცედურის ხანგრძლივობა 2-3 წუთი. ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. შამპუნი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
მარილი იცავს თავის კანს ნებისმიერი სოკოვანი ინფექციისგან, ბაქტერიებისგან, გაგთავისუფლებთ ქერტლისგან, ქავილისგან.
ლიმონის წვენი საუკეთესო ინგრედიენტია თმისთვის მოცულობის მისანიჭებლად. ის აშორებს ჭუჭყს და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას. ხელს უწყობს თმის ზრდას. ლიმონის წვენის მჟავე თვისებები გაგათავისუფლებთ ქერტლისგან.
4. დაზიანებული თმისთვის
მოცემული შამპუნის მოსაზმადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საბავშვო შამპუნი 2 ს. კ.
- ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
- ჰიმალაის ვარდისფერი მარილი 1 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შაპუნი 2-3 წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმაზე. მოცემული სასუალება გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
ქოქოსის ზეთი ცხიმების ბუნებრივი წყაროა და ძალიან ხშირად გამოიყენება თმის სამკურნალოდ. ვიტამინებით გაჯერებული ქოქოსის ზეთი კვებავს თავის კანს. შამპუნი საუკეთესოა მშრალი კანისთვის. მარილის დამატება კანს საშუალებას მისცემს შეიწოვოს მეტი საკვები ნივთიერება და ასევე შეაჩერებს თმის ცვენას.
აირჩიეთ თქვენი თმის ტიპისთვის შესაბამისი შამპუნი და სასურველი შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს!