ხელმისაწვდომი საშინაო ნიღაბი შეაჩერებს თმის ცვენას და გააძლიერებს მის ძირებს

თანამედროვე ეპოქაში თმის ცვენის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტიც კი ვერ გაძლევთ სასურველ შედეგს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული თმის ცვენის საწინააღმდეგო ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს. ნიღაბი აგაცილებთ ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიცაა სიმელოტეს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ჰმატებს  მოცულობას, ანიჭებს თმას მბზინვარებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • თაფლი 1 ს. კ.
  • მუქი ლუდი ½ ჩ. ჭ.
  • მწიფე ბანანი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბანანი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ კვერცხი, თაფლი, ლუდი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, შემოიხვიეთ პარკი და დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.