17 ორიგინალური შეკითხვა პირველი პაემნისთვის, რათა პარტნიორი უკეთ გაიცნოთ

3029

რომელ ჩვენგანს არ წაუვიდა წარმატებულად პირველი პაემანი, რის შედეგადაც ბევრი დალევა და ყველაფრის დავიწყება გვინდოდა? შფოთვა, უსიამოვნო პაუზები, ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება. შესაძლებელია თუ არა თამაშის წესების შეცვლა და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა? ჩვენ გთავაზობთ კითხვებს პირველი პაემნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ საინტერესო საუბრის დაწყებასა და გადაჭარბებული სტრესის აღმოფხვრაში. გახადეთ თქვენი პაემანი განსაკუთრებული.

1. ,,რომელია ყველაზე საინტერესო კომპლიმენტი, რომელიც გსმენია? როგორ გსურს, რომ ადამიანებმა აღიქვან პირველ შეხვედრაზე?”

ეს კითხვა ხელს შეუწყობს პოზიტიური განწყობის შექმნას, მის დამოკიდებულებას საკუთარი თავის და სხვების მიმართ.

2. ,,მიიჩნევ თავს  რომანტიულ პიროვნებად? თუ ასეა, მომიყევი შენი პირველი სიყვარულის შესახებ, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი, რაც სიყვარულისთვის გააკეთე?”

გაირკვევა, ვინ არის თქვენს წინაშე – რომანტიკოსი თუ პრაგმატი? რას უნდა ელოდოთ ამ ადამიანთან ურთიერთობაში?

3. „მითხარი, როგორია შენთვის იდეალური მამაკაცი (ქალი), რა თვისებები უნდა ჰქონდეს შენს პარტნიორს? როგორ გსურს, რომ ადამიანმა გამოავლინოს თავისი სიყვარული?”

იგი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ელოდება თქვენი თანამოსაუბრე ურთიერთობიდან, რა არის მისი საჭიროებები, პრიორიტეტები.

4. ”მოდი, ვითამაშოთ. ხედავ პიროვნებას – ვინ გგონია რომ არის, სადაც მუშაობს, ვისთან ერთად ცხოვრობს?”

თამაში “იფიქრეთ უცხო ადამიანის ბიოგრაფიაზე” დაგეხმარებათ კიდევ უფრო კარგად გაერკვნეთ, თუ რამდენად ერთნაირად ფიქრობთ, გრძნობთ თანამოსაუბრეს იუმორს, მის სიღრმეს. გარდა ამისა, იგი სრულყოფილად ათავისუფლებს ატმოსფეროს.

5. ”მე გთავაზობ დაასახელო ბოლოს მომხდარი მოვლენების ჩამონათვალი. ჩამოვთვალოთ მორიგეობით. ვინც მეტს ჩამოთვლის ის მოიგებს!”

ეს თამაში საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაარკვიოთ ინფორმაცია პიროვნების წარსულის შესახებ. მაგალითად, თქვენ აირჩევთ 2012 წელს და ჩამოთვლით რაც გახსოვთ რომ მოხდა.

6. ,,შეძლებ ყველაფერი მიატოვო და გაემგზავრო მსოფლიოში სამოგზაუროდ? თუ არ მოგიწევს ფულზე ზრუნვა, პირველ რიგში სად წავიდოდი, რას გააკეთებდი?”

ასეთი კითხვები ხელს უწყობს პარტნიორის ინტერესების გაცნობას, როგორ ცხოვრობს, როგორ ატარებს თავისუფალ დროს, აქვს თუ არა მას გლობალური მიზნები და ოცნებები? როგორ შეესაბამება ეს თქვენი ცხოვრების წესს.

7. ,,რა არის შენი ცხოვრების ყველაზე გასაოცარი მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობთ?”

ამით თქვენ გააცნობიერებთ პიროვნების სიღრმეს, ნებისყოფას, მისი ინტერესების სფეროს. თუ კითხვა რთულია, შეცვალეთ მიღწევები სასიამოვნო მოგონებებით, რომელბსაც თანამოსაუბრე განიცდიდა.

8. ,,რა გახარებს და რა გიქრობს ცეცხლს ცხოვრებაში?”

ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის სასიამოვნო თქვენი პარტნიორისთვის და როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მას კრიზისის შემთხვევაში.

9. ,,მომიყევი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებების. როგორი იყო შენი ოჯახი თქვენს მიმართ, როგორ გაიზარდე? გსურ შექმნა ისეტი ურთიერთობა, როგორიც თქვენს მშობლებს ჰქონდათ?”

ეს კითხვა რთულია, მაგრამ ცოდნის უზარმაზარ ველს ხსნის. თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ ამ ადამიანის ფსიქოლოგია, მისი ბავშვობის ტრავმა, შეუსრულებელი მოთხოვნილებები, რომელთა კომპენსაცია სურს მას საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში.

10. „გაქვს სერიოზული ურთიერთობა? თუ საიდუმლო არ არის, რატომ დაშორდით, რა ისწავლეთ ამ ურთიერთობისგან?”

ეს ხელს უწყობს თანამოსაუბრის მოლოდინების შეფასებას პარტნიორისგან, გაარკვევთ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. თქვენ ასევე გაეცნობით, დატოვა თუ არა წარსულმა რაიმე კვალი მის ცხოვრებაზე?

11. ,,რა არის ხუთი რამ რისი განხორციელებაც გსურდა პარტნიორთან, მაგრამ დროის გამო ვერ გააკეთე?”

12. „ეჭვიანობ? რას ფიქრობ კაცისა და ქალის მეგობრობაზე? თუ პარტნიორი მოგატყუებთ, ხომ არ იძიებ შურს?”

კარგად გაარკვევთ პიროვნების უკმაყოფილების მიზეზს და პარტნიორისადმი მისი ნდობის ხარისხს.

13. „ოდესმე გისესხებია ბევრი ფული? რას ფიქრობთ სესხებზე, გაქვს სერიოზული ვალი?”

შეკითხვა საშუალებას გაძლევთ გაარვკიოთ პიროვნების პასუხისმგებლობის ან უნდობლობის ხარისხი.

14. „მომიყევი შენს დამოკიდებულებაზე კვების, ცხოვრების, სექსის შესახებ. გაქვს რაიმე ფეტიში, ხარ რამით შეპყრობილი? რას ვერ მოითმენ ურთიერთობაში?”

ეს ხელს უწყობს ნიადაგის მომზადებას – რაზეც შეგიძლიათ შექმნათ საზღვრები, დადოთ შეთანხმებები. ასევე გაარვკიოთ რა არის ორივესთვის მიუღებელი.

15. ,,წარმოიდგინე, რომ ერთი დღეს იღვიძებ ბიჭის (გოგოს) სხეულში – რას იზამ, რა გრძნობები გინდა რომ განიცადო?”

16. ,,გინდა შენნაირი მეგობარი გყავდეს? მარტივია შენთან მეგობრობა?”

17. ,,ექიმებმა რომ გითხრან, რომ ერთი წელი დაგრჩა, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? დანარჩენ დროს რაში დახარჯავდით? ”