ვიტამინები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ვიტამინების დეფიციტი შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს.
შემოგთავაზებთ მარტივ მითითებებს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ გაშიფროთ სხეულის სიგნალები, რომლებიც მიუთითებენ აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობაზე.
ვიტამინი A
ორგანიზმისთვის აუცილებელი და საჭირო ვიტამინია, განსაკუთრებით საჭიროა ძვლების, კანის, ფრჩხილების და ლორწოვანი გარსების განვითარებისთვის.
A ვიტამინის დეფიციტის ნაკლებობას გვატყობინებს სუსტი ფრჩხილები და თმა, უძილობა, დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, უმადობა, აკნე.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს A ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტები: ისპანახი, წითელი პილპილი, მთლიანი მარცვლეული, პამიდორი, კივი, სატაცური, თხილეული, ბროკოლი, სტაფილო, რძე, კვერცხი და სხვა.
ვიტამინი C
მოცემული ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში, აუცილებელია ძვლების, კბილების, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხელს უწყობს საკვებიდან რკინის შეწოვას და უძლიერესი ანტიოქსიდანტია.
C ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს კბილების, ძვლების პრობლემები, დაღლილობა, ინფექციები, გაღიზიანებული ღრძილები, კანის სიმშრალე.
C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი, მარწყვი, უმი ისპანახი, ოსპი, ოხრახუში და სხვა.
ვიტამინი D
D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ძვლების სიძლიერისთვის.
მოცემული ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია: ძვლებისა და კბილების მდგომარეობის გაუარესება, დაღლილობა და სისუსტე, კუნთების მოდუნება, კრუნჩხვები.
D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ზეითუნის ზეთი, ქამა სოკო, რძე, ყველი, ხაჭო და სხვა.
ვიტამინი K
ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესებში.
K ვიტამინის დეფიციტის ნიშანია ანემია.
მოცემული ვიტამინით მდიდარია ბეგქონდარა, რეჰანი, ისპანახი, კომბოსტო, ბროკოლი, სატაცური და სხვა.
ვიტამინი E
E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან. ის აგრეთვე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას.
E ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია: ნეირომუსკულური აქტივობის დაქვეითება, დაღლილობა, ანემია.
მოცემული ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებია: ხორბლის ჩანასახები, მთელი ხორბლის ფქვილი, ნუში, მზესუმზირის თესლი, თხილი, ნიგოზი, სოიოს ზეთი, ზეითუნის ზეთი, სიმინდი და სხვა.
B ჯგუფის ვიტამინები
B ჯგუფის ვიტამინებია: B1, B2, B3, B5, B6, B8, B9, B12.
მოცემული ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს ანემია, კანის პრობლემები, ყაბზობა, ღვიძლის დაავადებები, დაღლილობა, უმადობა, გამომშრალი ან დახეთქილი ტუჩები, გამომშრალი თმა, მტვრევადი ფრჩხილები.
B ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: მზესუმზირის თესლი, ბარდა, ოხრახუში, ბროკოლი, შვრია, სიმინდის ფქვილი, ნიორი, მწვანე ბოსტნეული, თაფლი, რძის პროდუქტები და სხვა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!