საშინაო ნიღბები, რომელთა დახმარებით ლაქები საბოლოოდ მოვიშორე, ნაოჭები კი საგრძნობლად შევიმცირე

შემოგთავაზებთ კარტოფილის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ კანის პრობლემების გადაჭრას. კარტოფილს შეუძლია შეცვალოს თქვენი კანის სტრუქტურა, წმენდს, აჯანსაღებს, კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.

უმარტივესი და ბიუჯეტური ნიღბებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი, გამოიყენეთ ზედიზედ სამი დღე და შედეგით ისიამოვნეთ.

კარტოფილი და ლიმონის წვენი

მოცემული ნიღაბი ხსნის დაღლილობას, ატენიანებს კანს, ამცირებს ნაოჭებს, ანიჭებს კანს ჯანსაღ იერს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და ათანაბრებს კანის ტონს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კარტოფილი
  • ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.

კარტოფილის წვენი

სახის ღრმა წმენდის ძირითადი ელემენტებია კალიუმი, კალციუმი, ვიტამინი C. ყველა ამ ელემენტს შეიცავს კარტოფილი. კარტოფილის წვენი აკნეს, შავი წერტილებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.

ბამბის ტამპონი გააჯერეთ კარტოფილის ახალგამოწურული წვენით და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

დაჭრილი კარტოფილი

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად. შემდეგ დაწექით და კარტოფილის ნაჭრები დაიფინეთ სახეხზე. სამოქმედოდ გაიჩერეთ 20-25 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ცივი წყლით.

კარტოფილის წვენი და ვაშლის ძმარი

შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომელიც კანისთვის საოცრებებს ახდენს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გახეხილი კიტრი 2 ს. კ.
  • გახეხილი კარტოფილი 2 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი ნახევარ სუფრის კოვზზე ცოტა მეტი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ.

მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.

კარტოფილის სახამებელი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გახეხილი კიტრი 2 ს. კ.
  • გახეხილი ვაშლი 2 ს. კ.
  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.

კარტოფილი და ზეითუნის ზეთი

ეს ნიღაბი კვებავს, ატენიანებს და ათეთრებს კანს, საუკეთესოა მშრალი და დაზიანებული კანისთვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გახეხილი კარტოფილი 1 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და სქელ ფენად შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოცემული ნიღბებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გამოიყენეთ ზედიზედ სამი დღე. შემდეგ დაისვენეთ, ნიღაბი შეცვალეთ და პროცედურები კვლავ გაიმეორეთ.