
უნიკალური თვისებებით გაჯერებული როზმარინის ნაყენი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც დაგიამებთ კუნთების ტკივილს. ნაყენის რეგულარულად გამოყენებით შეძლებთ პოდაგრის, ვარიკოზული ვენების განკურნებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების აღმოფხვრას.
მოცემული პროდუქტი გამოიყენება გარეგანი გზით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნაყენი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.
როზმარინის ნაყენი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ შინ ან შეიძინოთ აფთიაქში.
ხელნაკეთი ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნედლი როზმარინის რამდენიმე ყლორტი
- სპირტი 90%-იანი 200 მლ
მომზადების წესი:
როზმარინის ყლორტები მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით სპირტი, დაახურეთ ხუფი და 2 კვირით გააჩერეთ გრილ და ბნელ ადგილზე. ქილა შეანჯღრიეთ ყოველ დღე, რათა სპირტმა შეიწოვოს როზმარინის სასარგებლო თვისებები. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და როზმარინის ხელნაკეთი ნაყენიც მზად არის.
ამ ჯადოსნური ინგრედიენტის წყალობით შეძლებთ ცელულიტის მოშორებას. საუკეთესო შედეგს მიიღებთ დაბალანსებულ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად.
პროცედურისთვის დაგჭირდებათ:
- რაოზმარინის ნაყენი 2 ს. კ.
- ბამბის 2 ტამპონი
გამოყენების წესი:
- ბამბის ტამპონი გააჯერეთ როზმარინის ნაყენით.
- ნაყენი წაისვით ფეხზე, კერძოდ იმ ადგილებზე, სადაც ცელულიტი ყველაზე მეტად გროვდება.
- იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე ფეხზედაც. გამოიყენეთ ბამბის მეორე ტამპონი.
პროცედურის დაწყებამდე მნიშვნელოვანია კანის აქერცვლა, რადგან ამ გზით როზმარინის ნაყენი ღრმად აღწევს კანში და ეფექტიც უკეთესი იქნება.