კანის პილინგი, ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორება, აუცილებელი კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც მიზნად ისახავს კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას. პილინგის შედეგად დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ, ახალგაზრდა, ნაზ და გლუვ კანს იღებთ. პილინგი აქრობს აკნეს ნაწიბურებს, გაგიღიავებთ პიგმენტურ ლაქებს, საუკეთესოა წვრილი ნაოჭების პროფილაქტიკისთვის, კანს ანიჭებს სიმკვრივესა და ელასტიურობას.
შემოგთავაზებთ ლიმონის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი ექსფოლიანტების რეცეპტებს. გაითვალისწინეთ, რომ სახეზე ბევრად უფრო რბილი სკრაბი უნდა გამოიყენოთ, ვიდრე ტანზე.
ლიმონი კანის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, მისი არომატი ამშვიდებს, აგიმაღლებთ განწყობას და გმატებთ ენერგიას. ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ლიმონმჟავა აღიავებს მუქ ლაქებს.
ხელნაკეთი ტანის სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი ან ზღვის მარილი 5 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აურიეთ ზეითუნის ზეთი და შაქარი. ლიმონი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი. ლიმონის წვენი ნელ-ნელა შეურიეთ ნაზავს ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა.
დატენიანებულ კანზე მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ სკრაბი. ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან შეიძლება კანი დაიზიანოთ. მოცემული საშუალება საუკეთესოა იდაყვებისა და მუხლების კანის გასაწმენდად.
ლიმონის ექსფოლიანტი სახის კანისთვის
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრია 2 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი ½ ს. კ.
- ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- შვრიის ფანტელი დაფქვით, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ლიმონის წვენი, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.
- მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. იმოქმედეთ ფრთხილად, რადგან შეიძლება კანი დაიზიანოთ.
- მოცემული სკრაბები გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.
ლიმონმა შეიძლება კანი გაგიღიზიანოთ, ამიტომ გამოყენებამდე ჩაიტარეთ პატარა ტესტი: იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით ძალიან ცოტა, თუ არ გაგიწითლდათ, შეგიძლიათ მოცემული საშუალებები თამამად გამოიყენეთ.
ლიმონის ექსფოლიანტების გამოყენების შემდეგ მოერიდეთ მზეზე გასვლას.