შემოგთავაზებთ კარტოფილით მომზადებული ძალიან გემრიელი და არომატული კერძის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 8 ცალი
- კარაქი 30 გრ
- ნიორი 3 კბილი
- კამა 1 კონა
- ზეთი
- მარილი
მომზადების წესი:
- კარტოფილი გათალეთ, კარგად გარეცხეთ. მთლიანი კარტოფილები შუაში ჩაჭერით ჯვარედინად, არ გააკეთოთ ღრმა ჭრილები. კარტოფილი ნახევრად უნდა მოხარშოთ მარილწყალში. შემდეგ გააგრილეთ, თითოეულს წაუსვით ზეთი და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
- კამა დაჭერით წვრილად, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დარბილებული კარაქი და აურიეთ.
- მზა კარტოფილები გადმოიტანეთ ლანგარზე და ჭრილში ჩაუდეთ ნივრიანი მასა. არომატული კერძი სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.
გემრიელად მიირთვით!