ხელმისაწვდომი ზეთი კანის ნაკლოვანებათა წინააღმდეგ. 7 გავრცელებული პრობლემა და მათი გადაჭრის ერთი გზა

ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ჩაის ხის ზეთი აქტიურად გამოიყენება კანის ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ამ საოცარი ეთერზეთის ბაზაზე მომზადებულ ყველაზე ეფექტურ რეცეპტებს:

1. ფსორიაზი

ეს სერიოზული დაავადებაა. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ჩაის ხის ზეთი ასწრაფებს შეხორცების პროცესს, ებრძვის კანის სიმშრალეს და ხელს უწყობს ამ მდგომარეობით გამოწვეული დისკომფორტის აღმოფხვრას.

შემოგთავაზებთ ჰერპესის საწინააღმდეგო ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ქავილის, სიწითლის, წვის უსიამოვნო შეგრძნებების აღმოფხვრას. ქოქოსის ზეთისა და ჩაის ხის ზეთის კომბინაცია მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
  • ჩაის ხის ზეთის 10 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დღეში რამდენჯერმე წაისვით დაზიანებულ კანზე. მოცემული საშუალების გამოყენება გააგრძელეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

2. აკნეს სამკურნალოდ

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ჩაის ხის ზეთი საგრძნობლად ამცირებს შეშუპებას, კანის ანთებას. მოქმედებს როგორც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო აგენტი, წმენდს კანს და მოგაშორებთ ბაქტერიებსა და მიკრობებს, რომლებიც ხშირად კანზე გამონაყარის მთავარი მიზეზებია.

უბრალოდ დაიტანეთ კანზე მცირე რაოდენობით ჩაის ხის ზეთი და შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით.

3. ეგზემა

უძლიერეს ანტისეპტიკურ საშუალებას შეუძლია სწრაფად შეამციროს ეგზემით გამოწვეული ქავილი და დააჩქაროს შეხორცების პროცესი.

ეგზემის საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ჩაის ხის ზეთი 20 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ფრთხილად შეიზილეთ კანის პრობლემურ უბნებზე. ნაზავი გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

4. ჭრილობები და ინფექციები

ლავანდის ეთერზეთისა  და ჩაის ხის ზეთის კომბინაცია საოცრებებს ახდენს ჭრილობებისა და ინფექციების სამკურნალოდ. თავდაპირველად, ცოტა წყალბადის ზეჟანგისა და ანადუღარი, გაგრილებული წყლის ნარევით გაიწმინდეთ ჭრილობა. შემდეგ წაისვით სამკურნალო ნაზავი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი, რამდენიმე წვეთი ჩაის ხისა და ჟოჟობას ზეთები.

5. გაპარსვის შემდეგ გაღიზიანება

ჩაის ხის ზეთის 2 წვეთს დაამატეთ 2 მლ ჰემამალისის ზეთი და აურიეთ. მომზადებული მასა გამოიყენეთ გაპარსვის შემდეგ. ამ გზით შეძლებთ გაღიზიანებული კანის დამშვიდებას.

6. სოკო

სოკო კანის უსიამოვნო ინფექციაა, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ჩაის ხის ზეთი ეფექტურად უმკლავდება მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

სოკოს საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჩაის ხის ზეთი 20 წვეთი
  • სოდა ¼ ჩ. ჭ.
  • მარანტას (სამკურნალო ბალახი) დაფქული ფესვი ¼ ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული ნარევი ყოველ დღე შეიზილეთ სუფთა და მშრალ ფეხებზე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ინფექციის სრულ აღმოფხვრამდე.

7. მეჭეჭები

მეჭეჭები საკმაოდ არაესთეტიკური დასანახია, ამიტომ ყველა ოცნებობს მათ მოშორებაზე. მეჭეჭების მოსაშორებლად გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი.

კარგად დაიბანეთ მეჭეჭების მიდამოები და ხელები, უშუალოდ პრობლემურ კანზე დაიწვეთეთ 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი, შეიხვიეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით მოიხსენით. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის  მიღებამდე ყოველ საღამოს. მეჭეჭების მოშორებას, დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება.

გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!