კარტოფილისა და ყველის კომბინაციით მომზადებული ეს ღვეზელი ნამდვილი საოცრებაა

ალბათ, ყველა დიასახლისის საფიქრალია, რა მოამზადოს, რომ ოჯახის წევრები კმაყოფილი ჰყავდეს. ამჯერად, უმარტივესი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც მოსამზადებლადაც მარტივია და ინგრედიენტებიც მინიმალური სჭირდება.

კარტოფილისა და ყველის კომბინაციით მომზადებული რბილი ღვეზელი დაფარულია ნაზი, ხრაშუნა ოქროსფრად დაბრაწული ქერქით.

ღვეზელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორციანი კერძის გარნირად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 6-7 საშუალო ზომის
  • ყველი 200 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 20-22 სმ დიამეტრის ოდნავ ღრმა ფორმა.
  2. პირველ რიგში, ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  3. გათლილი კარტოფილი დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად და მოაყარეთ ცოტა მარილი, შავი პილპილი.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. წაუსვით კარაქი. კარაქი წაუსვით გვერდებზეც.
  5. პირველ ფენად დააწყვეთ კარტოფილი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ასე მოამზადეთ სამი ფენა. ბოლო ფენა მოუწევს ყველის.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 50-60 წუთი.
  7. დაელოდეთ 10 წუთი, ღვეზელი ოდნავ გაგრილდეს. შემდეგ ფორმას ზემოდან დაადეთ შესაბამისი ფორმის ლანგარი და ამოაბრუნეთ.

ოქროსფრად დაბრაწული ღვეზელი მადისაღმძვრელად გამოიყურება. გემრიელად მიირთვით!